ბრუკლინელმა ქეითმა და მეთმა ახალი სოციალური კამპანია წამოიწყეს, რომელიც ნიუ-იორკის მცხოვრებლებისთვის სიყვარულის ხილვადობის გაზრდას და მათი განწყობის გაუმჯობესებას ემსახურება. ”აკოცე მას,  ვინც გიყვარს”  ვიდეო და ფოტო პროექტია, რომლის მონაწილეც ხდება ყველა ის ადამიანი, რომელიც ბრუკლინში, მაკკარენის პარკში მოხვდება მისთვის საყვარელ ადამიანთან და ფოტოს გადაიღებს ფერად ჩარჩოში.

მეთ ადამსის და ქეით სოკოლერის ინიციატივას სიამოვნებით შეუერთდა არაერთი გამვლელი: აქ ნახავთ როგორც შეყვარებულ წყვილებს, ასევე მეგობრებს, ახალგაზრდა ოჯახებს… კამპანიას დადებითი გამოხმაურება მოყვა სოციალურ ქსელებშიც.

პროექტი ნაწილია ერთი დიდი კამპანიისა, რომელსაც მეთი და ქეითი ახორციელებენ. ისინი მოქალაქეებს სხვადასხვა დროს არა მხოლოდ კოცნისკენ, არამედ საყვარეული ადამიანისადმი წერილის მიწერას, დარეკვას, ყურადღების გამოჩენას თხოვდნენ. კამპანიის განვითარებას შეგიძლიათ თვალი ადევნოთ მეთის ბლოგის საშუალებით.

წყარო: http://laughingsquid.com/

Leave a Reply