ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ადამიანი ცდილობს მისი იდეების გამოსახატად უფრო და უფრო ეფექტური საშუალებები გამოიყენოს. ასე გაჩნდა არტისტების ნამუშევრებში GIF-ები, რომლებსაც  ჯერ კიდევ არ დაუმკვიდრებიათ ხელოვნებაში თავიანთი კუთვნილი ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უფრო ტრადიციულ, ორგანზომილებიან, გაყინულ გამოსახულებებზე უფრო გამომსახველობითები არიან.

GIF-ებს აქტიურად იყენებს ტეხასელი დიზაინერი და ანიმატორი ჰეიდენ ზეზულა, იგივე Zolloc. მის პორტფოლიოში შემავალი მოძრავი გამოსახულებები   ჟრუანტელის მომგვრელია.

ჰიპერბოლიზებული და დეფორმირებულები ბავშვების მოძრავი გამოსახულებები მნახველზე ჰიპნოზურად მოქმედებს და ერთგვარი შიშის გრძნობასაც კი იწვევს. მუტანტი ბავშვები შეგვიძლია მივიღოთ მეტაფორა, როგორც მათში არსებული ენერგიისა, ასევე მშობლების შიშებისა და დამოკიდებულებებისა პატარების მიმართ.

წყარო: - http://laughingsquid.com/

Leave a Reply