პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილის შემდეგ, არცერთი ცნობილი ადამიანის ქორწილს არ გამოუწვევია იმხელა რეზონანსი, როგორიც ეს ჯოლი-პიტის შემთხვევაში მოხდა.

10 წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა გასაიდუმლოებულ გარემოში. შატოს შესახებ, სადაც ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა იქორწინეს, ჩვენს წინა პოსტში გიყვებოდით.

23 აგვისტოს გამართულ ცერემონიალს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები ესწრებოდნენ. სულ ოცამდე სტუმარი. წყვილის ექვსივე შვილი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ქორწილის მიმდინარეობაში. ზაჰარა და ვივიენი ბაღში მოგროვილ ყვავილის ფურცლებს აყრიდნენ ახალდაქორწინებულებს, ხოლო შაილოს და კნოქსს საქორწინო ბეჭდები ებარათ.

შვილების წვლილი მშობლების ქორწილში ამით არ ამოწურულა. ანჯელინა ჯოლის კაბა დონატელა ვერსაჩემ სპეციალურად მისთვის შექმნა. Atelier Versace-ს ულამაზესი თეთრი კაბა, სწორედ  ჯოლი-პიტის შვილების ნახატებიანი პრინტით იყო დაფარული. როგორც ანჯელინა ამბობს, მისი შვილები არტისტული მონაცემებით გამოირჩევიან.

ინტერნეტში რამდენიმე ფოტო გავრცელდა, რომლიდანაც ნათლად ჩანს, რომ ანჯელინას კაბა ზღაპრულად ლამაზია.

 

Leave a Reply