ჩვენ ყოველ კვირას, წლიდან წლამდე, სეზონიდან სეზონამდე მივდიოდით ამ სახლებში სტუმრად. ვეჩვეოდით და მოგვწონდა ადამიანები, რომლებიც ამ სახლებში ბინადრობდნენ და შესაბამისად, მოგვწონდა მათი სახლებიც. საყვარელი სატელევიზიო შოუების არსებობის განმავლობაში,  ბევრს გასჩენია სურვილი იმ სახლებში მოხვედრილიყო, რომლებსაც პერიოდულად ეკრანებზე ნახულობდნენ. ესპანელმა ხელოვანმა –  ინაკ ალისტე ლიზარალდიმ ( Iñaki Aliste Lizarralde)  გაითვალისწინა მათი სურვილები და შექმნა იმ სახლების გეგმები, რომლებიც მაყურებლის რჩეულებს წარმოადგენდნენ. არტისტმა პირველი ნამუშევარი ოთხი-ხუთი წლის წინ  შექმნა და ის მისი  ფავორიტი კომედიის – ,,ფრეიზერის” სახლის გეგმას წარმოადგენდა. თავიდან სერიალების სახლების გეგმებს ის საკუთარი სიამოვნებისთვის ქმნიდა და არც უფიქრია, რომ მისი ნამუშევრები სერიალის მოყვარულთა მრავალრიცხოვან აუდიტორიას მოხიბლავდა, მანამ სანამ მისმა მეგობრებმა თავიანთი საყვარელი სერიალების ილუსტრირება არ სთხოვეს. ასე გააკეთა  ,,სექსი დიდ ქალაქშის” დიდი თაყვანისმცემელი მეგობრისთვის  სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, – ქერი ბრედშოუს სახლი, შემდეგ  საკულტო სერიალის – ,,მეგობრების” საცხოვრებლების გეგმა.

ცნობილი სახლების გეგმები მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ფანები ყიდულობენ მათ თავისთვის ან მეტიც – საჩუქრად.   საცხოვრებლების გეგმათა შესასრულებლად, რომლებიც არ გვავანან ჩვეულებრივ გეგმებს და წარმოადგენენ მათ შელამაზებულ ვერსიას, ხელოვანი იწერს და ნახულობს მთლიან გადაცემებს და სეზონებს, რის შემდეგაც 15-25 საათიანი მუშაობის შედეგად იბადება ის, რაც ნებისმიერ ფანს დიდი ხნით უნახავს მოგონებებს საყვარელი ისტორიების, პერსონაჟებისა და მათი ცხოვრების შესახებ, რომელთა თანაზიარნიც თავის დროზე თავად იყვნენ.

ქერი ბრედშოუს ბინა ,,სექსი დიდ ქალაქში” 

ჩენდლერ – ჯოუის და მონიკა – რეიჩელის სახლი ,,მეგობრებიდან”

 

შელდონ – ლეონალდისა და პენის ბინები ,,დიდი აფეთქების თეორიიდან”

,,სიმფსონების” საცხოვრებელი სპრინგფილდში

 

 

დექსტერ მორგანის საცხოვრებელი

 

 წყარო : http://www.dailymail.co.uk/

About The Author

ვაკეთებ იმას, რასაც ყველა აქ მყოფი - ვცდილობ დაგანახოთ ის, რასაც მე ვხედავ.

Leave a Reply