ყავა, როგორც ხელოვნების მასალა

ხელოვნება თავისთავადი, ინდივიდუალური განზომილებაა, რომელიც ზოგისთვის მოტივაციაა, ზოგისთვის ცხოვრების სტილი, ზოგისთვის განტვირთვა – ბევრისთვის კი სიცოცხლის აზრი. მისი ინდივიდუალიზმის ხარისხიც შემქმნელის შინაგანი ინდივიდუალიზმის პირდაპირპროპორციულია და მთლიანად მასზეა დამოკიდებული – მიუხედავად სფეროსა თუ მიმართულებისა.

manandballoons-wordpress

ამერიკელი ხელოვანის, მაიკლ აარონ ვილიამსისათვის – ხელოვნება ვიზუალური პოეზიაა. მისი  ნამუშევრები  ხალხზეა ორიენტირდებული და მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ასახავს. ძირითადი კონცენტრაცია ქუჩაზეა, სადაც ცხოვრება სულ დუღს და სხვადასხვა სახის ინდივიდები ერთმანეთთან იკვეთებიან. ღია ცის ქვეშ შექმნილი ინსტალაციები, ავტორის აზრით, საუკეთესო გზაა ხელოვნების  პოპულარიზაციისათვის. რაც შეეხება მის გალერეას – აქაც, მისი ნამუშევრები ადამიანების ეფემერულ ბუნებას ასახავს და ცდილობს წარმოაჩინოს სიცოცხლის ფაქიზი და ემოციური არსი კულტურულ ჭრილში. არტისტის  მიზიანია მაქსიმალურად გასაგები და ადვილად აღსაქმელი გახადოს თავისი შემოქმედება დამთვალიერებლებისათვის, რათა უფრო ეფექტური იყო მისი გავლენა.

00305622

ნახატებისათვის მაიკლს განსაკუთრებული მიდგომა აქვს – სახატავად ის ძირითადად  ძველი ბუღალტრული ჩანაწერების ფურცლებს იყენებს, მასალად კი ყავას და შავ მელანს. ფერების ის პალიტრა – რასაც ყავა და მელანი ერთად ქმნიან – აღსაქმელად  ადვილი და უპრეტენზიოა.

    girl-back-fading-1-web

წყარო: http://www.funfactor.me/

http://michaelaaronart.com/

Leave a Reply