ყველასთვის უსიამოვნო პროცესი, დილის ტკბილი ძილის შეწყვეტა და გაღვიძება შეიძლება სასიამოვნო და საინტერესოც კი გახდეს, თუ ახალი აპლიკაციის, – “Wakie”-ის მომხმარებელი გახდებით, რომელიც  ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანებს საშუალებას აძლევს გახდნენ “მაღვიძარები.”

ნომრის რეგისტრაციის შემდეგ (ანონიმურობა დაცულია) უთითებთ კონკრეტულ დროს და  მაღვიძარას გამაღიზიანებელი ხმის ნაცვლად ისმენთ თქვენი “Wakie”-ს საუბარს, რომელიც 60 წამი გრძელდება.

phone-iphone

თუ თქვენი “Wakie”  ხელმისაწვდომი არაა, სანაცვლოდ იღებთ ავტომატურ ზარს, რომელიც შეგახსენებთ გასაუბრების, დაგვიანებულ გაკვეთილების და გაბრაზებული ბოსის არსებობის შესახებ.

“Wakie” აკავშირებს ერთი და იგივე წლოვანების და განსხვავებული სქესის მომხმარებელს. აპლიკაციას კრიტიკაც მოჰყვა – შესაძლებელია, ის ცუდი ხუმრობებისთვისაც გამოიყენონ.  თუმცა საფრთხის მიუხედავად “Wakie”-ს უკვე ბევრი მომხმარებელი ჰყავს: ამერიკაში, კანადაში, ბრიტანეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში. მისი გამოყენება მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

 

phone-android

 

წყარო: http://wakie.com/

 

 

Leave a Reply