ვიტრას არქიტექტურული მუზეუმი

ერთ ჩვეულებრივ გერმნაულ ქალაქ ვაილში, ვიტრას ფაბრიკის ტერიტორიაზე თანამედროვე არქიტექტურის შესანიშნავი კოლექცია მდებარეობს. ფელბაუმების საოჯახო სკამების ფაბრიკა ვიტრა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაარსდა ბაზელში, მოგვიანებით მისი მასშტაბი გერმანიაში გაიზარდა. სხვადასხვა დროს ვიტრაში ჩარლზ და რეი იმსები, ჯორჯ ნელსონი, ჯასპერ მორისონი, ალბერტო მედა და ჟან პრუვეც კი მუშაობდნენ. პატარა სახელოსნოში ნებისმიერ სტუმარს შეუძლია თვალ-ყური ადევნოს იმსის დიზაინით შექმნილი სავარძლის დამზადების პროცესს. 

1

1980-იანი წლების დასაწყისში ვიტრას ტერიტორიაზე მომხდარმა ხანძარმა ფაბრიკის ნახევარზე მეტი განადგურდა, რის შემდეგაც ახალი საწყობებისა და შენობების აგება გახდა საჭირო. რონ ფელბაუმმა ვიტრას ახალი საწყობებისა და ფაბრიკის შენობების ასაგებად ჯერ ნიკოლას გრიმშოუ, შემდეგ ფრენკ ო. გერი და ალვარო სიზა მოიწვია. მოგვიანებით გერიმ დიზაინის მუზეუმისა და სახელოსნოს შენობებიც ააგო, რომლებიც ფაბრიკის შენობასთან ერთად ერთიან ანსამბლს ქმნის. სხვადასხვა არქიტექტორების მიერ დაპროექტებული შენობები ფაბრიკის უძველეს ნაგებობასთან ერთად ვიტრას არქიტექტურის ერთნაირი მასშტაბის საერთო სილუეტს ქმნის. თუმცა მათი ფასადები ფაქტურულად ერთმანეთისგან განსხვავდება.

24

ფაბრიკის ტერიტორიაზე დგას კიდევ ერთი პოპულარული არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის პირველი განხორციელებული პროექტი, შთამბეჭდავი, ბეტონისა და შუში სახანძროს შენობა, რომელიც ფუნქციურად არც თუ ისე გამართულია. აღნიშნულმა შენობამ დანიშნუნლებისამებრ მხოლოდ რამდენიმე წელი იმუშავა.

ვიტრას კუთვნილებას წარმოადგენს ტადაო ანდოს მიერ აგებული საკონფერენციო პავილიონიც, რომელიც ნახევრად მიწაშია მოქცეული და იაპონური კულტურისთვის დამახასიათებელ ნიშნებს შეიცავს.

ანდოს დაპროექტებული ბეტონის შენობა ფაბრიკის ტერიტორიის განაპირას მდგარი ვიტრას სახლის შავ ფასადთან, კონტრასტს ქმნის. ვიტრას სახლის პროექტი ჰერცოგ და დე მოირონს ეკუთვნით.

ვიტრას პრეზიდენტი, რონ ფელბაუმი არქიტექტურის მოყვარულია და სწორედ ამან განაპირობა ვიტრას ტერიტორიაზე არქიტექტურული მუზეუმის მოწყობა, სადაც ჟან პრუვეს ბენზო-გასამართი სადგურის ასლი ააგეს და რიჩარდ ბაკმინსტერ-ფულერის კარვისებური კონსტრუქცია გადმოიტანეს. აქვე დგას კლას ოლდენბურგის მიერ შექმნილი ხელსაწყოები სკულპტურა, რომელიც თავად ავტორმა აჩუქა ფელბაუმებს.

ქუჩის ორივე მხარეს ჯასპერ მორისონის მიერ დაპროექტებული ავტობუსის გაჩერება დგას. ვიტრას არქიტექტურული ტური ავტობუსის მოლოდინში სწორედ აქ მთავრდება, სადაც დაიწყო.20

Leave a Reply