ანიმატორმა და დიზაინერმა კევინ ჯ. ვეირმა დროისგან მივიწყებული, შავ-თეთრი, ისტორიული ფოტოებისგან ახალი რეალობა შექმნა. კევინმა ძველი კადრები გააცოცხლა და შედეგად ოდნავ საშიში და მისტიური GIF-ები  შექმნა. ხელოვანის GIF-ებით გატაცება სკოლის ასაკიდან იწყება,  როცა მას პირველად Photoshop-ის დისკი აჩუქეს. სწორედ მაშინ გადაწყვიტა  კევინმა დიზაინერი გამხდარიყო და უკვე 5 წლის შემდეგ ქმნიდა შავ-თეთრ GIF-ებს და tamblr-ზე აზიარებდა, სადაც მალევე გახდა მისი ნამუშევრები პოპულარული.

 
ვეირი ნამუშევრებისთვის კონგრესის ბიბლიოთეკის ონლაინ არქივის ფოტოებს იყენებს. კევინის GIF-ებში კარგად ჩანს მისი საოცარი წარმოსახვის უნარი და უცნაური იდეების სიჭარბე.
რამდენადაც შიშის გრძნობას იწვევენ მისი ნამუშევრები,  იმდენად ძნელია მათი ყურებისას ადამიანს არ გაეღიმოს.
ამჟამად ვეირი მუშაობს სხვადასხვა პროექტებზე. მისი ერთ-ერთი პროექტია ჯგუფ the Flight-ის ვიდეო კლიპი, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
 

Leave a Reply