,,სამუდამოდ” – ასე ჰქვია თათია ფილიევას ახალ ფილმს, რომლის პირველი თრეილერი ქართველმა რეჟისორმა მაყურებელს 2014 წლის,  21 მარtს შესთავაზა. რეჟისორი ცნობილი თავისი ვიდეობით FISST KISS და  UNDRESS ME გახდა, რომლებიც გამოშვებიდან რეკორდულად მოკლე დროში გავირუსდა და მილიონობით ადამიანმა ნახა. მოკლე სარეკლამო ვიდეოების შემდეგ,  რეჟისორი თაყვანისმცემლებს სრულმეტრაჟიან ფილმს შესთავაზებს, რომელიც ახალგაზრდრა ჟურნალისტის შესახებ მოგვითხობს, რომელსაც დიდი დანაკარგისა და პირადი ტრაგედიის შემდეგ, უცნაურ სოციუმში მოუწევს ცხოვრება, სადაც გოგონა სწავლობს, როგორ იცხოვროს და შეიყვაროს.

თათია ფილიევა ფილმის არა მარტო რეჟისორი, არამედ თანასცენარისტიცაა. ფილმში მთავარ როლს ცნობილი ამერიკელი მსახიობი, დებორა ენ ვოლი შეასრულებს, რომელსაც მაყურებელი ,,HBO-ს” სერიალ ,,true blood-იდან” იცნობს.  მას კი პარტნიორობას ლიუკ გრიმსი გაუწევს, რომელიც ელიოტ გრეის როლს ასრულებს ფილმში ,,გრეის 50 ელფერი” (ფილმი, ამავე სახელწოდების, წიგნის ეკრანიზაციას წარმოადგენს.)

 

Leave a Reply