არაჩვეულებრივი ხედი, კარგი დასვენება, მყუდრო გარემო, დაუვიწყარი მოგონებები – ამ ყველაფერს  იტალიის ალპებში, მთის მწვერვალზე მდებარე  ხის კოტეჯში იპოვით, რომელიც პანორამული ხედით უფასო ღამისთევას სთავაზობს ნებისმიერს, ვინც მის კარზე დააკაკუნებს. ერთი პირობა, რაც კოტეჯის სტუმარმა უნდა შეასრულოს, არის ის, რომ ფეხით ავიდეს 2500 მეტრ სიმაღლეზე. თუ ამას შეძლებთ კოტეჯში უფასო ღამისთევა გარანტირებული გაქვთ.

mountain-hut-house-1 სახლი ზვავის დროს დაღუპული ალპინისტის ლუკა ვუერიკის ოჯახს ეკუთვნის და მის სახელზეა აგებული. ის 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა და გახსნის დღიდან მთაში სიარულის მოყვარულებს უსაფრთხო თავშესაფარს სთავაზობს. კოტეჯი წელიწადის ნებისმიერ დროს ფუნქციონირებს. სწორად შერჩეული დიზაინის წყალობით სახლის სახურავზე თოვლი თითქმის არ გროვდება, რის გამოც მასში ცხოვრება ზამთარშიც კი უსაფრთხოა. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში, თუ წარმოუდგენელი სიცივე და რამდენიმე მეტრი თოვლი თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ცხადია, რთული იყო მშენებლობის პროცესი: სახლის ასაშენებლად საჭირო მასალა დანიშნულების ადგილამდე ვერტმფრენით მიიტანეს, რომელსაც 18-ჯერ მოუწია გზის გავლა. ქოხის აშენებას 12 პროფესიონალი მუშა, სამთო მაშველები, მოხალისეები და სულ რაღაც ერთი დღე დასჭირდა.

მათ, ვისაც ნაკლებად უყვართ სიმაღლე და თავგადასავლები, შეუძლიათ უფრო ქვემოთ განლაგებულ კოტეჯებში გაათიონ ღამე. თუმცა, ამ შემთხვევაში, ნაკლებ სავარაუდოა, რომ თავშესაფარი უფასო იყოს.

 

mountain-hut-house-6

 

mountain-hut-house-10

mountain-hut-house-8

 

mountain-hut-house-3

 

mountain-hut-house-9

mountain-hut-house-11 (1)

mountain-hut-house-5

Leave a Reply