ლიტველმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, რომ მთავრობის წარმომადგენლების ყურადღება ორიგინალური და კრეატიული ხერხის წყალობით მიეპყროთ. მათ იუმორისტული ხასიათის ფოტოსესია მოაწყვეს იმ მიზნით, რომ ეჩვენებინათ ქალაქ კაუნასში არსებული გზების სავალალო მდგომარეობა.

213__880

ფოტოსესიას უძღვებოდა ორი პროფესიონალი ფოტოგრაფი არტურას არტიუსანკა და და ეურიკა ბალციუტე. “ჩვენთვის ეს პროექტი ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ კარგი გამოცდილება. უამრავი ლიტვური ჟურნალი დაინტერესდა აღნიშნული ფოტოებით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროექტი მართლაც კარგი გამოვიდა”. სურათებზე ასახულმა ადამიანებმა წყლის გუბეებს სხვადასხვა დანიშნულება მოუძებნეს: დაწყებული თევზაობით და დამთავრებული რომანტიკული ვახშმის მოწყობით.

პროექტის მიზანი არ არის ხელისუფლების გაღიზიანება. ავტორებმა იუმორისტული ხერხით გამოხატეს ის პრობლემა, რაც კაუნასის მოსახლეობას აწუხებს. ისინი იმედოვნებენ, რომ ამ გზით მაინც მიაწვდენენ ხმას მთავრობის წარმომადგენლებს.

62__880

510__880

91__880

122__880

182__880

 

312__880

161__880

191__880-

Leave a Reply