ავეჯის შვედურმა კომპანიამ “იკეამ” (IKEA) საფრანგეთში ახალი ფილიალის გახსნა ორიგინალური ხერხით აღნიშნა. კომპანიამ ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე ე.წ. “ვერტიკალური სახლი” მოაწყო, რომელშიც საკუთარი წარმოების ავეჯი განათავსა.

ubi-bene-IKEA-climbing-apartment-wall-clermont-ferrand-france-designboom-03

10 მეტრი სიმაღლის კედელზე შეხვდებით ტახტს, ჭურჭლის კარადას, ყავის მაგიდას, სკამებს, ხალიჩას, პირსახოცებს, თაროებს, ტანსაცმლის კარადას და, რა თქმა უნდა, “სამეფო საწოლს”. ამ უკანასკნელისკენ გზის გაკვალვა არაპროფესიონალი მცოცავებისთვის არც ისე ადვილია. თუმცა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ გზაში დაისვენოთ და ტახტზე ან თუნდაც, ჭურჭლის კარადაზე ჩამოჯდეთ. რაც შეეხება კომფორტულ საწოლზე ძილს, ეს ცოტა გაგიჭირდებათ, რადგან, როგორც ყველაზე ნივთი, ისე საწოლიც ვერტიკალურ მდგომარეობაშია მოთავსებული.

“ვერტიკალური სახლი” ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის ოთხშაბათიდან კვირის ჩათვლით.

ubi-bene-IKEA-climbing-apartment-wall-clermont-ferrand-france-designboom-02

ubi-bene-IKEA-climbing-apartment-wall-clermont-ferrand-france-designboom-04

IKEA-Wall-1__880

 

ubi-bene-IKEA-climbing-apartment-wall-clermont-ferrand-france-designboom-05

Leave a Reply