ტომ იორკმა ახალი სოლო ალბომი გამოუშვა, რომლის შეძენაც მის თაყვანისმცემლებს  BitTorrent-ზე 6 დოლარად შეუძლიათ. Radiohead-ის სოლისტი ფიქრობს, რომ ტორენტ საიტზე მუსიკის ლეგალურად გაყიდვამ შეიძლება შექმნას პრეცედენტი იმ საიტებზე მუსიკის ლეგალურად გავრცელებისა, სადაც ინტერნეტმომხმარებლები  არალეგალურად მოიპოვებენ სასურველ კონტენტს. 

იორკის სოლო ალბომს, რომელიც ბოლო  8 წლის განმავლობაში მუსიკოსის პირველი სოლო ალმობია,“Tomorrow’s Modern Boxes” ქვია და 8 ტრეკს აერთიანებს. ალბომის გამოსვლიდან რამდენიმე საათში იგი უკვე 57 000-ზე მეტმა ადამიანმა შეიძინა.

Thom Yorke – “A Brain In A Bottle” from Elevators Manufacturers on Vimeo.

მუსიკოსი პარალელურად ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ბენდთან ერთად მუშაობას.

Leave a Reply