ლიტველი ფოტოგრაფის, ტადას ჩერნიაუსკასის ფოტოპროექტი პირადი და საჯარო სივრცეების ზღვარზეა გადაღებული და იმ ადამიანებს აერთიანებს, რომლებიც ზღვისპირეთში ისვენებენ. ფოტოგრაფი ამბობს, რომ მის ობიექტივში მოხვედრილი ადამიანები დასვენებისას ადვილად ივიწყებენ თავიანთი სხეულის ნაკლოვანებებს, თავისუფლდებიან ფსიქოლოგიური პრობლემებისგან და ცდილობენ მაქსიმალურად მშვიდად გაატარონ დასვენებისთვის განკუთვნილი დღეები.

TADAOCERN-Comfort-Zone-008

ხელოვანი ფიქრობს, რომ ამის მიზეზი მასობრივი განწყობაა: პლაჟის წესი ასეთია. აქ ყველა გახდილია, ყველა ისეთი ჩანს, როგორიც რეალურადაა და აღარავის აქვს ილუზია, რომ პრობლემა, რომელიც მას აქვს, მხოლოდ მას აწუხებს. შესაბამისად, ფოტოგრაფის აზრით, ადამიანებს სიმშვიდისა და საკუთარი თავის პატივისცემისთვის არა განსხვავებული რეალობა, არამედ საზოგადოებრივი აზრის ნაკლები ზეწოლა ჭირდებათ.

TADAOCERN-Comfort-Zone-009

ტადასს აინტერესებს, რა განაპირობებს ადამიანის ხასიათის ასეთ ცვალებადობას საჯარო სივრცეში. მისი კამერა ასევე ზუსტად და სკულპუოზულად მუშაობს იმ ნივთებზე, რომლებსაც ადამიანები სანაპიროზე თან ატარებენ და რომლებიც საკმაოდ ბევრ ინფორმაციას იძლევა მათ მფლობელზე.

TADAOCERN-Comfort-Zone-010

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის არცერთ მონაწილეს სახე არ უჩანს. ისინი ტადასმა ძილის დროს გადაიღო ისე, რომ წარმოდგენა არ ქონდათ ამის შესახებ. ფოტოგრაფის თქმით ადამიანი ყველაზე კომფორტულად თავს სწორედ ძილის დროს გრძნობს.

TADAOCERN-Comfort-Zone-011

TADAOCERN-Comfort-Zone-012

TADAOCERN-Comfort-Zone-014

TADAOCERN-Comfort-Zone-007

TADAOCERN-Comfort-Zone-006

'

TADAOCERN-Comfort-Zone-004

TADAOCERN-Comfort-Zone-003

TADAOCERN-Comfort-Zone-002

TADAOCERN-Comfort-Zone-001
წყარო: http://www.tadaocern.com/gallery_comfort_zone.html

Leave a Reply