ახალ ზელანდიელმა ფოტოგრაფმა ამოს ჩეპელმა (Amos Chapple) ევროპაში იმოგზაურა და ისტორიულ ქალაქებსა თუ ადგილებს ფოტოები საჰაერო ტექნოლოგიის მეშვეობით გადაუღო. სიაში საქართველო რეალურად 3-ჯერ არის ნახსენები. თუმცა ერთ-ერთ ფოტოს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზეა გადაღებული ქვეყნის სათაურად აფხაზეთი აწერია.

1. ბარსელონა, ესპანეთი – ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი უბანი, ცენტრში ენტონი გაუდის “La Sagrada Familia”. ოთხკუთხა ფორმის დასახლებები იძლევა იმის საშუალებას, რომ ქუჩები უფრო განათებული და ნაკლებად დატვირთული იყოს.

98127a50-441c-4af8-9ca7-363dc8868fce-1020x746

2. ტრიესტე, იტალია – ქანდაკება „ვიტორიას სინათლე“ (The Vittoria Light) გადაჰყურებს ტრიესტეს ყურეს, მაშინ, როცა ჰორიზონტზე მზე ჩადის და შტორმი ახლოვდება. „მთავარია, რომ იპოვო ადგილი, საიდანაც გადაღებას დაიწყებ, შემდეგ ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში  უბრალოდ საჭირო იყო დალოდება.“

b381d031-795c-495c-92f8-bd680f9107b4-1020x695

3. ბოურთანგი, სოფელი ნიდერლანდებში – ვარსკვლავის ფორმის დასახლება. “3 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ადგილს უკანასკნელი ყუმბარა დაეცა. დღეს ის მუზეუმი და ჰოლანდიის ერთ-ერთი ცნობილი სოფლის ცენტრია”.

7b2adf9e-60eb-44ac-ac51-289f98f8f7f0-1020x654

4. აფხაზეთი – რუსი დამსვენებლები სანაპიროზე. „ვცდილობდი, რომ კამერა რაც შეიძლებოდა შორს ყოფილიყო ადამიანებისგან, მაგრამ არ გამომივიდა. როდესაც აფხაზეთში ამ სურათს ვიღებდი შევნიშნე, რომ იქ კიდევ მუშაობდა ერთი კამერა მასშტაბური სარეკლამო პროექტისთვის. სანაპიროზე ხმაური და ხალხმრავლობა იყო“.

cdbd5193-62ef-4f9d-9587-3589059ab09d-1020x766

5. კაცხის სვეტი, საქართველო – „ქართველი ბერი 20 წელი ამ ადგილას ცხოვრობდა, იმისთვის, რომ „უფრო ახლოს ყოფილიყო ღმერთთან“.

08a7b805-03af-483a-be29-7a49eacb5825-1020x655

6. ერევანი, სომხეთი – უზარმაზარი ქანდაკება „Mother Armenia”. “ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი სომხეთში ცხოვრობს. ძალიან ემოციური მომენტი იყო, როდესაც მას და მის ახლობლებს ეს სურათი ვაჩვენე. ნამდვილად იგრძნობოდა სიამაყე, რომელსაც ისინი საკუთარი ქალაქის მიმართ განიცდიდნენ“.

ab7e47ef-2f26-439e-93ba-581b79156532-1020x662

7. პარიზი, საფრანგეთი – Sacre-Coeur “ანათებს” მზის ამოსვლისას.

1e88cc5e-0a81-449b-becc-4c70eba0905d-1020x724

8. თბილისი, საქართველო – მდინარე მტკვარი მოედინება ლამაზ დედაქალაქში.

7301d015-a085-4d5a-870b-34db05b3fff3-1020x586

9. ბუდაპეშტი, უნგრეთი – სასახლე წმინდა სტეფანის დღეს, რომელიც უნგრეთის ნაციონალურ დღედ ითვლება.

301b350a-fe1c-4650-9674-619479f64735-1020x675

10. მაგდებურგი, გერმანია – კატერი წყლის ხიდზე მიცურავს.

488cc71c-e6a7-4695-bf90-1a3f0d114381-1020x740

11. ბარსელონა, ესპანეთი – “The Temple Expiatori del Sagrat Cor Church”, ტიბიდაბოს მთა. “20 წუთის შემდეგ ქალაქი ჭექა-ქუხილმა მოიცვა”.

2987ee91-54f8-4345-bc3d-e37afbecea76-1020x824

12. სტამბოლი, თურქეთი – მეჩეთები და მარმარისის ზღვა.

612b4132-7b3c-4089-b945-0ab5d2fca2da-1020x671

13. ბუდაპეშტი, უნგრეთი – თავისუფლების ქანდაკება, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს.

f5ec12e1-bb95-4251-b4c8-f34119bf60f5-1020x612

 წყარო: – http://www.theguardian.com/

Leave a Reply