ANAVASKA – ახალი ქართული ბრენდის პრეზენტაცია

4 ოქტომბერს, Art-Café HOME – ში სეზონი გაიხსნა, რომელზეც ახალი ქართული ტანსაცმლის ბრენდის – ANAVASKA-ს პრეზენტაცია გაიმართა. საღამოზე წარმოდგენილი იყო 2014 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. ამ კოლექციაზე, შემოქმედებასა და სამომავლო გეგმებზე ახალგაზრდა დიზაინერები ანა ბეგიაშვილი და ვასკა ტაბატაძე გვესაუბრნენ.

20141004_194027

 

 

  • რა იყო ამ კოლექციის ინსპირაცია?

ანა: - საინტერესო შეკითხვა…  კონკრეტული პასუხი არ გვაქვს. წინასწარ არასდროს ვთანხმდებით რას გავაკეთებთ და – როგორ. რაღაცეები ხდება ჩვენში, ჩვენს ცხოვრებაში. ამას არასდროს ვბლოკავთ და ყველა ეს შთაბეჭდილება, ემოცია გადმოგვაქვს სამუშაო პროცესში. ასე იქმნება კოლექცია. ისე გამოდის, რომ ტანისამოსი გადმოსცემს იმ მომენტში არსებულ შინაგან განწყობას.

  • როგორ ათანხმებთ ერთმანეთში იდეებსა და ინტერესებს?

ანა: - ძირითადად ჩვენი იდეები და ინტერესები ემთხვევა. ხანდახან ყოფილა შემთხვევა, რომ ვასკას რაღაც მოუყოლია, ან პირიქით – მე მომიყოლია. მერე ამაზე ვფიქრობთ, ასოციაციები გვიჩნდება; შემდეგ ერთმანეთს ვუზიარებთ და ერთ კონკრეტულ აზრამდე მივდივართ. ეს ყველაფერი თავისით, ბუნებრივად ხდება. ხშირად ისეც ყოფილა, რაღაც ქსოვილი მოგვწონებია და ამის მიხედვით მოგვიფიქრებია კონკრეტული მოდელის დიზაინი.

 ვასკა: - ქსოვილზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული. ბევრს დავდივართ და ვარჩევთ, რომ შესაფერისი ნაჭერი ვიპოვოთ. ყოფილა შემთხვევები,  ნაჭრის ფაქტურა მოგვწონებია, ფერი კი – არა, ამიტომ შეგვიღებავს.

HHH

 

  • კონკრეტულად აქ წარმოდგენილ კოლექციაზე რას გვეტყვით?

ვასკა: - ზოგადად, მოდის ინდუსტრიაში, ამ დროს შემდეგი წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია იქმნება. თუმცა, ეს არ გაგვითვალისწინებია – აქ წარმოდგენილი ტანსაცმელი ამ სეზონისთვისაა, შემოდგომა – ზამთრის. ჩვენი პირველი კოლექცია ბევრ რაღაცაზე იყო მორგებული, ბევრი რაღაც გავითვალისწინეთ. ეს კი ის კოლექციაა, რისი გაკეთებაც ყოველთვის ძალიან გვინდოდა. ის ძალიან „ჩვენია“.

  • რა ასაკობრივი კატეგორიისთვისაა ეს ტანისამოსი გათვლილი და, თქვენი წარმოდგენით, როგორი სტილის ადამიანმა შეიძლება მოირგოს ის?

ვასკა: - მე მაინც მგონია, რომ თინეიჯერებისთვის ნაკლებადაა განკუთვნილი.

ანა: – არ მინდა კონკრეტული ასაკი განვსაზღვრო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ასაკობრივი კლიშეები, არიან ადამიანები, რომლებიც ამ სტერეოტიპებს არღვევენ. ასე რომ, ადვილად წარმომიდგენია ჩვენი ტანსაცმელი ეცვას თინეიჯერსაც, 30 წლის ადამიანსაც და ასაკოვანსაც. უფრო მეტიც, ეს ჩემთვის სასიამოვნო იქნება. მე ძალიან საინტერესოდ მეჩვენება კლიშეების დარღვევა. ხომ არის მიღებული, რომ ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი ტანსაცმელი განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა ჩაიცვა?! მე კი შეიძლება დილას გავიღვიძო და მქონდეს ისეთი განწყობა, რომ ჩავიცვა აბრეშუმის კაბა და ამ კაბით წავიდე ბაზრობაზე, ელიავაზე, ნავთლუღში… ეს ყველაფერი მთლიანად შინაგან მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

IMG_0970

  • თქვენს ახალ კოლექციაში წინა კოლექციებისგან განსხვავებით შავი ფერი დომინირებს. ეს ქართველი მომხმარებლის გემოვნებით ხომ არ არის გამოწვეული?

ვასკა: - არა, რა თქმა უნდა, უბრალოდ, მე და ანას ძალიან გვიყვარს ეს ფერი.

ანა: - ესეც კლიშეა – იტალიელებსა და ესპანელებსაც არანაკლებ უყვართ ეს ფერი.

  • ამ კოლექციაში მხოლოდ ქალის სამოსია წარმოდგენილი. ხომ არ აპირებთ მამაკაცის ხაზის შექმნას, ან ფეხსაცმელზე მუშაობას?

ანა: - კი, აუცილებლად. მომავალში ფეხსაცმელზე და ჩანთებზე მუშაობასაც ვაპირებთ. ასევე, სავსებით მოსალოდნელია შევკეროთ უნისექსი.

ვასკა: – სხვათაშორის, ბევრ ჩემს მეგობარს წარმოდგენილი ტანსაცმელიდან ზოგიერთი მამაკაცის ეგონა.

20141004_202406

  • უახლოეს მომავალში მაღაზიის გახსნას ხომ არ გეგმავთ?

ანა: – კი, რაღაც ვარიანტები არის, მაგრამ, ჯერჯერობით, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით.

20141004_194909

 

 

გთავაზობთ ANAVASKA – ს წინა კოლექციის ფოტოებს ბრენდის ოფიციალური გვერდიდან.  ( ფოტოგრაფი: რომა ფოთელიძე, ანუცა ახალაია )

 

 

5309_394400120691682_4060045851445980284_n923550_352314674900227_656033712_n972358_357248221073539_9118380536937066421_n1486682_352629501535411_811700171_n1511739_352322448232783_138275931_n1536725_354701777994850_8175247594410820195_n1620844_395122120619482_2911505680481406504_n1928395_394399930691701_8734293464969201344_n1972333_352317004899994_707571865_n10150737_356975981100763_2091092569602543272_n10154439_352308848234143_1245314618_n10155139_353023841495977_785714650408626483_n10171663_352629448202083_1379292417_n10245417_352314721566889_1813328358_n10268434_375680275897000_954174294758736323_n10301496_394400300691664_985095826608980198_n10308206_395122027286158_2294918591294384726_n10352030_400765820055112_6486734372948541341_n10424329_394401384024889_6584672691479835852_n10449162_394403867357974_1455976575997289326_n10525780_391719960959698_3911475032027200717_n10527736_385865834878444_8909880178345813832_n10532349_400346440097050_8439724814246540972_n10547696_394399950691699_5114861957035750172_n10557413_395124543952573_5133057474095121575_n10603261_400345830097111_4213532426445046936_n10632801_427787867352907_510676340874934144_n

 

ავტორები :  თამო ჭინჭარაული

ნინო იმერლიშვილი

 

 

Leave a Reply