გთავაზობთ გასული კვირის მნიშვნელოვან მოვლენებს სხვადასხვა პოპულარული გამოცემის ფოტოგრაფების ობიექტივიდან.

პროტესტის მონაწილეები ქოლგებისგან ქმნიან ბარიერს, რათა ცრემლსადენი გაზისგან თავი დაიცვან. ჰონგ-კონგი, ჩინეთი. 28 სექტემბერი, 2014.

სირიელი ლტოლვილები ცდილობენ თურქეთის საზღვრის გადაკვეთას, რათა იქ იპოვონ თავშესაფარი. 29 სექტემბერი. 2014.

უკრაინელები ახდენენ ქვეყანაში არსებული ლენინის ყველაზე დიდი მონუმენტის დემონტაჟს. 28 სექტემბერი, 2014. ხარკოვი, უკრაინა.

მდინარის ხედი, პერუს ამაზონის რეგიონ ლოტეროში. 29 სექტემბერი, 2014. პერუ.

ავღანელი ქალები ყიდულობენ ხილს ადგილობრივ ბაზარში. 1 ოქტომბერი, 2014. ავღანეთი.

სირიელი ლტოლვილების მიერ დატოვებული აკვანი თურქეთ-სირიის საზღვართან. 27 სექტემბერი, 2014. 

პოლიცია ცდილობს ჰონგ-კონგის ცენტრში შეკრებილ დემონსტრანტთა დარბევას. 28 სექტემბერი, 2014. ჰონგ-კონგი, ჩინეთი. 

დემონსტრანტებმა ჰაერში აღმართეს თავიანთი მობილური ტელეფონები, ნიშნად იმისა, რომ ისინი დაშლას არ აპირებენ და პროტესტი ჰონგ-კონგის, ადგილობრივი მთავრობის სახლის წინ კვლავაც გაგრძელდება. 29 სექტემბერი, 2014.

ჩინეთის პოლიცია ჰონგ-კონგში მომიტინგეთა დარბევისას. 28 სექტემბერი, 2014. 

ინდოელი ბიჭს უკეთებენ მაკიაჟს, სანამ იგი ადგილობრივი ღვთაების როლის განსახიერებას შეუდგება სასულიერო დღესასწაულზე. 30 სექტემბერი, 2014. ინდოეთი.

კოლუმბიელი პოლიციელი სამართალდამცავების მიერ ამოღებულ კოკაინს აწყობს პრესისთვის საჩვენებლად, ნარკოტიკის წინააღმდეგ მიმართული ეროვნული კამპანიის ფარგლებში. 27 სექტემბერი, 2014. კოლუმბია. 

ცხენი ამოდის წყლიდან, მას შემდეგ, რაც იგი ადგილობრივმა ბავშვმა სპეციალურად აბანავა ადგილობრივ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. 26 სექტემბერი, 2014. ინდონეზია. 

ქალები სავარძლებში ცეკვანენ კონკურს – ,,მის დამოუკიდებლობა 2014-ის” ფარგლებში. კონკურსი მიზნად ისახავს შეძლებული შესაძლებლობების მქონე ქალბატონების პრობლემების წინ წამოწევას. 30 სექტემბერი, 2014. მოსკოვი, რუსეთი. 

ინდოელი ქალები ლოცვის დროს. 28 სექტემბერი, 2014. ინდოეთი. 

ტურიესტები ჩინეთის დიდ კედელზე. 1 ოქტომბერი, 2014. ბეიჯინგი, ჩინეთი.

სამაშველო ოპერაცია იაპონიის მთებში. 28 სექტემბერი, 2014.

Leave a Reply