ეს არც ვიეტნამია, არც ერაყი და არც რომელიმე სხვა ქვეყანა, სადაც 12 წლის ბავშვების გათხოვება ჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ამბავი, რომელსაც ახლა მოგიყვებით წყნარ, საღად მოაზროვნე და განვითარებული ნორვეგიაში ხდება. გოგონა სახელად თეა (Thea) 11 ოქტომბერს საკურთხეველთან მივა, რათა თავის 37 წლის საქმროს ცოლად გაჰყვეს.

“გამარჯობა, მე თეა მქვია, 12 წლის ვარ და ერთ თვეში გათხოვებას ვაპირებ”. – ეს ინფორმაცია თეამ საკუთარ ბლოგზე გაავრცელა.

როგორც აღმოჩნდა, ქორწინების ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. იდეის ავტორებმა “ქორწინების თარიღი” დაამთხვიეს გაეროს მიერ დაწესებულ გოგონათა საერთაშორისო დღეს. ყველაფერი ეს კი იმისთვის გაკეთდა, რომ საზოგადოებამ ხმა ამოიღოს და გარკვეული ზომები მიიღოს ბავშვთა ქორწინების წინააღმდეგ.

Geir1__880

თეას ბლოგი ზუსტად ერთ დღეში ნორვეგიის ყველაზე პოპულარულ ბლოგად იქცა. მკითხველები  პოლიციასაც კი დაუკავშირდნენ, რათა გოგონას “მომავალი ქორწილი” შეეჩერებინათ.

child-bride-thea-2

 

 

U4A94051__880

ბლოგის გარდა შეიქმნა სპეციალური საიტიც www.stoppbryllupet.no, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ხმა მისცეს გოგონას ქორწინების წინააღმდეგ. საიტს ყოველდღიურად უამრავი ვიზიტორი ჰყავს.

child-bride-thea-1

არ აქვს მნიშვნელობა ეს გოგონა თეთრკანიანია თუ შავკანიანი, აზიელი თუ ევროპელი. მთავარია ის, რომ ყოველდღიურად ათასობით ასეთი გოგონა კარგავს ბავშვობას და ზოგიერთი მათგანი ამის გამო იღუპება კიდეც. იმედია, რომ როცა ევროპელები თეთრკანიან, ქერა და ცისფერთვალა ბავშვს დაინახავენ, მიხვდებიან, რომ ეს შეიძლება მათ შვილებსაც დაემართოთ.

წყარო: www.boredpanda.com

 

Leave a Reply