იმ ქალბატონთაგან, რომლებმაც პროექტ – ,,უმ სილამაზეში” მონაწილეობა, ზოგიერთი სხვადასხვა  უბედური შემთხვევის მსხვერპლია, დანარჩენები კი შეზღუდული შესაძლებლობებით დაიბადნენ.  განსხვავების მიუხედავად, ორივე კატეგორიას  ერთი და იმავე მიზანი ამოძრავებთ: როგორც პროექტის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ვენდი ქროუფორდმა ,,დეილი ონლაინთან” საუბარში განაცხადა, მათ სურთ შეცვალონ დღეს მოქმედი მყიფე სილამაზის სტანდარტები, და  მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ სილამაზე  თავის გამოვლინებას სიძლიერეში, თავდაჯერებულობასა და განსაკუთრებულობაშიც ჰპოვებს.

ვენდი თავად არის იმ ცხრამეტ ქალთაგან ერთ-ერთი, რომელიც ფოტო სესიაში მონაწილეობს. ის 19 წლის ახალბედა მოდელი იყო, როცა არეპორტში მიმავალს მთვრალი მძღოლი დაეჯახა და გოგონა პარალიზებული დარჩა.

,, დღეს ჩემი მთავარი როლი – დედობაა. მე ექვსი წლის ვაჟის დედა ვარ. მას  დიდი ბედნიერება მოაქვს ჩემს ცხოვრებაში. დიახ, მე ვარ დედა ბორბლებზე და როგორც ჩემმა შვილმა იცის, იმისათვის, რომ იყო დედა მთავარია გქონდეს გული.” 

პროექტიც კიდევ ერთი მონაწილე ემილი ლანდაუ  ლარსენის სინდორმითაა დაავადებული, რომელიც ადრეული ასაკიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების დაცვაზე მუშაობს. დღეს უკვე  წარმატებული ადვოკატს  აქვს ბლოგი  და ამბობს, რომ მისთვის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა და ძალა აქვს.

სამოცი წლის ნიუ-იორკელი დებორა მილონი  მომავალ ქმარს 20 წლის ასაკში შეხვდა, რომელსაც მალევე დათანხმდა  ცოლობასა და იტალიაში საცხოვრებლად გადასვლაზე. სწორედ იტალიაში მოხდა ის საშინელი ავარია, რომელიც ერთ-ერთი მძღოლის ჩაძინებამ გამოიწვია და რომელიც გამოც დებორას ორივე ქვედა კიდური პარალიზებული აქვს. როგორც თვითონ ამბობს, მას თავზე საქარე მინა დაემსხვრა და გონება დაკარგა, თუმცა გონზე მოსული მალევე მიხვდა, რომ ფეხებს ვეღარ ამოძრავებდა. ამ ამბიდან ორი წლის შემდეგ, დებორას ქმარი გარდაიცვალა და ქალბატონი მძიმე მორალური მდგომარეობით შტატებში დაბრუნდა. როგორც თვითონ ამბობს, მან დაკარგა ყველაფერი რაც უყვარდა.

ახლა დებორა სანაოსნო სპორტითაა დაკავებული. ჰყავს ნავიც,  სახელად – ” შესაძლო ოცნება”. დებორა იმ იშვიათ ადამიანთაგანია, რომელიც ბავშვობაში ჰოლოკოსტს გადაურჩა. მისმა მშობლებმა, მათმა სიძლიერემ მისთვის გადამწყვეტი როლი შეასრულა. სწორედ მათმა მაგალითმა მისცა სასოწარკვეთისას ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად. ახლა თავისი ცხოვრებით ის სხვებს ეუბნება იმას, რაც პატარას მშობლებისგან ესმოდა:  “არასოდეს დანებდე!”

 

 

წყარო: – http://www.dailymail.co.uk

Leave a Reply