სლავა პოლუნინი სლავას თოვლის შოუს შემქმნელია, რომელმაც კლოუნის ხელოვნება სხვა სიმაღლეზე აიყვანა. სლავა ცოტა ხნის წინ თბილისელი მაყურებლის წინაშე წარსდგა გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გამართული თოვლის შოუთი. მათ, ვინც არ იცნობს სლავას შემოქმედებას და მათაც, ვისაც არ მიეცა სლავას სცენაზე ნახვის საშუალება გთავაზობთ არანაკლებ საინტერესოს, მის საფრანგეთში მდებარე სახლს. მისი სახლი ნათელი მაგალითია იმისა, რომ ის არ ცნობს წარმოსახვის საზღვრებს. სლავა და მისი ცოლი ელენა დაუჯერებლად ფანტასტიურ Moulin Jaune – ში (ყვითელი ქარის წისქვილი) ცხოვრობენ, პარიზის გარეთ.

ეს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, გადაკეთებული ქარის წისქვილია.

1

თუმცა, ახლოდან სულაც არ არის ჩვეულებრივი.

2

სლავას ოჯახის წევრებიც მასთან ერთად ღებულობენ შოუში მონაწილეობას.

„ჩემი ერთი შვილი კლოუნია თოვლის შოუში, მეორე – ტექნიკური რეჟისორი. ჩემი ორი შვილიშვილიც უკვე სცენაზე დგას. ელენა (მისი ცოლი) მსახიობი და რეჟისორია. ის ინსპირაციის წყაროა ყველასთვის, ჩემი და ჩემი შვილების ჩათვლით“.

არის რაიმე რომანტიული ისტორია სლავას და ელენას შეხვედრის შესახებ? ელენა ამბობს:

„ჩემი თავი ბებიის  მონაყოლი ისტორიებიდან ერთ-ერთ გოგონად წარმომედგინა, რომელიც ბრწყინვალე აბჯარში გამოწყობილ რაინდს ელოდება, სანაცვლოდ კი ვირზე ამხედრებულ კლოუნად მომევლინა“.

კლოუნები იმაზე ხშირად გვხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიდრე ეს წარმოგვიდგენია.

„თუ სამი ადამიანი შეგროვდა, რომელიმე მათგანი აუცილებლად ირგებს კლოუნის როლს. ადამიანს უწევს რაღაც არასწორად, სულელურად, ან უხერხულად გააკეთოს. ორი განსხვავებული გზა არსებობს იმისთვის, რომ სამყაროზე გავლენა მოახდინო – ერთია კრიტიკა, რაც მე არ მომწონს. ამის ნაცვლად ვცდილობ, შევქმნა ჰარმონიული სამყარო ადამიანებისთვის, რომ შთავაგონო. არ მინდა ბავშვებს ვუთხრა – „არ გააკეთო ეს!“ უბრალოდ, ვეუბნები: „-მოდი, შეხედე რა არის აქ, სხვა მხარეს.

ვფიქრობ თოვლი ერთ-ერთი საუკეთესო რამაა მსოფლიოში. გვიან შემოდგომობით ყველაფერი ნაცრისფერი და ჭუჭყიანია. როცა თოვს ყველაფერი თეთრად იფარება. პატარძლის საქორწილო კაბას ჰგავს, თეთრ ფურცელს, რომელზეც პოეტს წერა შეუძლია. და, რა თქმა უნდა, გუნდაობა. ბავშვებს უყვართ ეს. ალბათ, გუნდაობა მსოფლიოში ყველაზე მხიარული თამაშია. ამავდროულად, თოვლთან საფრთხეც არის დაკავშირებული. სილამაზე და საშიშროება კი თოვლს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. თოვლი ჩემს ბავშვობასთან, სამყაროსთან ასოცირდება. და ასე მგონია, მისით მთელი სამყაროს ამოცნობაა შესაძლებელი.“

ფანტელებისა არ იყოს, თოვლის შოუს არც ერთი წარმოდგენა არ მეორდება.

„ვფიქრობ, თუ ერთი კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ნახავ შოუს, ყველა შთაბეჭდილება განსხვავებული იქნება. ყოველ ჯერზე განსხვავებულად ვთამაშობთ და ზოგჯერ შედეგი ჩვენ თვითონ გვაოცებს. სინამდვილეში, ეს შოუ არ ყვება ამბავს. ეს ის ადგილია, სადაც ხალხს ყოფნა და ხელმეორედ მოსვლა უყვარს. თუ საკუთარ ქმნილებას მოექცევი როგორც უსულოს და დასრულებულს, ის მოსაწყენი და დროთა განმავლობაში სულ უფრო უარესი გახდება. მაგრამ, თუ მიიღებ მას როგორც ცოცხალს, რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე უკეთესი იქნება.“

მაინც, საიდან იღებს 62 წლის სლავა შთაგონებასა და მოტივაციას იმისთვის, რომ არ შეჩერდეს და განაგრძოს სვლა ამდენი წლის განმავლობაში?

„ჩვენ ფანტასტიური შესაძლებლობა და უნარი გვაქვს ვიპოვოთ საკუთარი თავი ამ სამყაროში. ის ფაქტი, რომ დავიბადეთ და ვცხოვრობთ საუკეთესო რამაა რაც კი შეგვმთხვევია. ძალიან ცუდი იქნება, თუ არ გამოვიყენებთ ყველა იმ შესაძლებლობას, რაც ცხოვრებაში გვეძლევა. მე არ შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება, ყოველთვის მინდა წინ ვიარო, რათა ვნახო რა ხდება იქ. წლების მსვლელობასთან ერთად უამრავი კარგი რამ აღმოვაჩინე ჩემს მეგობრებში, ადამიანებში, რომლებიც ჩემს გარშემო არიან, ან ქუჩაში მხვდებიან.“

ამ თეთრ ოთახში სლავას შვილი, ივანი ათევს ღამეს.

3

ეს საბავშვო ოთახი მისი ორი შვილშვილისთვისაა.

4

ეს ვაგონი მწერლებისთვისაა.

5

მონღოლური იურტა.

6

სლავას საწოლი – ნავი.

7

ეს იმისთვის არის, რომ იყოს ის, რაც მოგინდებათ.

8 

კორეული ტაძარი, რომელიც სლავას ბერმა მეგობრებმა ააშენეს.

9

წყარო :  http://www.todayonline.com

 

One Response

Leave a Reply