თანამედროვე მსოფლიოში ქალები საკმაოდ ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი. მათი მისამართით იმაზე ხშირად ისმის შეურაცხმყოფელი ფრაზები, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ბრაზილიელმა ილუსტრატორმა კეროლ როზეტიმ (Carol Rossetti) გადაწყვიტა, რომ თავისი დამოკიდებულება დისკრიმინაციულ გარემოზე ორიგინალური გზით გამოეხატა.

მხატვარმა შექმნა მხარდამჭერი ილუსტრაციების სერია, სახელწოდებით “ქალები”. ნამუშევრები მეტ მოტივაციას აძლევს ქალებს, რომ იბრძოლონ სქესობრივ დისკრიმინაციის წინააღმდეგ და იცხოვრონ ისე, როგორც მათ უნდათ. ნახატების ორიგინალები შექმნილია პორტუგალიურ ენაზე, თუმცა უკვე არსებობს მათი ინგლისური ვერსიებიც.

დევიზი ნათელია: “ქალთა ძალაუფლება” (Girl Power).

Powerful-Illustrations-Showing-Women-How-To-Fight-Against-Society-Prejudices__605

“როუზმა გადაწყვიტა, რომ არ გაეჩინა შვილები. დედობა არჩევანია და ეს არ აქცევს მას სხვაზე ნაკლებ ქალად”.

 

Powerful-Illustrations-Showing-Women-How-To-Fight-Against-Society-Prejudices8__605

“უიტნიმ თავისი ცხოვრების 10 წელი წონის დაკლებას შეალია, იმისთვის, რომ ბედნიერი ყოფილიყო. შემდეგ მიხვდა, რომ სხეული არ უშლიდა მას ხელს იმაში, რომ ეკეთებინა საყვარელი საქმე, ის რაც მას სიხარულს ანიჭებდა.”

 

Powerful-Illustrations-Showing-Women-How-To-Fight-Against-Society-Prejudices4__605

“მეითს პირველი მეგობარი გოგონა 16 წლის ასაკში ჰყავდა. მაშინ ყველას ეგონა, რომ ის მხოლოდ ექსპერიმენტებს ატარებდა. თუმცა, თავად მეითს მსგავსი რამ არასდროს უფიქრია თავის დაზე, როცა მას პირველი მეგობარი ბიჭი ჰყავდა.”

 

Powerful-Illustrations-Showing-Women-How-To-Fight-Against-Society-Prejudices9__605

“მარიანას ყოველთვის უყვარდა სანაპიროზე სიარული. მან მაშინ შეწყვიტა ეს საქმიანობა, როდესაც პლიაჟზე გასულს ხალხმა ამზერით დაუწყო ყურება. მარიანას სხეული არ არის ხელოვნების ნიმუში, რომელმაც საზოგადოება უნდა ასიამოვნოს. მას შეუძლია ნებისმიერ დროს წავიდეს სანაპიროზე, ისე ჩაცმული, როგორც მოესურვება. ვისაც ეს არ მოეწონება, შეუძლია სხვა მხარეს გაიხედოს”.

 

Powerful-Illustrations-Showing-Women-How-To-Fight-Against-Society-Prejudices12__605

“ურსულას არასდროს მოსწონდა მაკიაჟის გაკეთება. ეს არ არის პრობლემა, რადგან ის თავად განაგებს საკუთარ გარეგნობას”.

 

Powerful-Illustrations-Showing-Women-How-To-Fight-Against-Society-Prejudices16__605

“როცა ოლივიას თმა დასცვივდა, ის ფიქრობდა, რომ პარიკის გარეშე ვერასდროს გავიდოდა გარეთ. თუმცა, გავიდა დრო და მან საკუთარი თავი შეიყვარა, ისეთი, როგორიც არის. სილამაზე არ არის მხოლოდ გარეგნობაში, ის ადამიანის პიროვნებაშიც იმალება”.

 

Powerful-Illustrations-Showing-Women-How-To-Fight-Against-Society-Prejudices1__605

“ანა გააუპატიურეს. ის არ არის მარტო და ეს არ არის მისი ბრალი. ეს შემთხვევა არ განსაზღვრავს მას, როგორც პიროვნებას. “

 

Powerful-Illustrations-Showing-Women-How-To-Fight-Against-Society-Prejudices5__605

“სილვიას თეთრი თმა აქვს. ხალხი ეუბნება მას, რომ შეიღებოს, რადგან ეს მას ასაკს მატებს. სილვია, თმის შეღებვა არჩევანია და არა აუცილებლობა. თუ შენ მოგწონს თეთრი თმა, ეს უკვე არავის საქმე არ არის. ასაკი არ არის სირცხვილის მიზეზი. “

 

Leave a Reply