იაინ მაკკელმა 10 წელიწადზე მეტი მოანდომა თანამედროვე ბოშების ცხოვრების შესწავლასა და დოკუმენტირებას, რათა ეჩვენებინა მარგინალიზებული ეთნოსის რეალური სახე და ყოველდღიურობა. ფოტოგრაფს ბოშების შესახებ პროექტის გაკეთება იმ რეალობამ შთააგონა, რომელშიც ისინი ან  კრიმინალურ, ან რომანტიულ საბურველში არიან გახვეულები, ფერად მოძრავ ვაგონებში მცხოვრები ჭრელსამოსიანი ხალხი კი წარსულის კუთვნილება გონია საზოგადოებას. 

2.jpg.CROP.original-original

იაინის ობიექტივში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ბოშები პირველად დაახლოებით 25 წლის წინ მოხვდენენ. ძველ ვაგონებსა და მანქანებში მცხოვრები მხიარული ადამიანები  ძირითადად ქვეყნის პერიფერიებში გადაადგილდებოდნენ სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობის მისაღებად. ისინი ბრიტანეთის კანონმდებლობის მიღმა, საკუთარი წესრიგით ცხოვრობენ და ისევე, როგორც მთელ დანარჩენ სამყაროში, მარგინალიზებულ ჯგუფად მიიჩნევა.12.jpg.CROP.original-original

გამომდინარე იქიდან, რომ მათ არ აქვთ სტანდარტული განათლება და სტაბილური საცხოვრებელი ადგილი, თავის რჩენა საკუთარი უნარებიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროებითი სამუშაოთი უწევთ: ზოგი მათგანი ფერმერებს ეხმარება, ზოგი ხელნაკეთი ნივთებით ვაჭრობს, არიან ისეთებიც, რომლებიც სიმღერით ან მკითხაობით შოულობს ფულს.

20.jpg.CROP.original-original

იაინი ამბობს, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც ის ბოშებს აკვირდება, ნელ-ნელა შეიმჩნევა მათი დაახლოება თანამედროვე სამყაროსთან. ისინი იწყებენ ტექნოლოგიების ათვისებას, ყიდულობენ მობილურ ტელეფონებს, რეგისტრირდებიან სოციალურ ქსელებში, იყენებენ მზის ენერგიას…

 

35.jpg.CROP.original-original

38.jpg.CROP.original-original

41.jpg.CROP.original-original

42.jpg.CROP.original-original

kitchen-stories-4
წყარო: – http://www.slate.com/blogs/behold/2013/10/21/iain_mckell_photographs_horse_drawn_travelers_across_britain_s_countryside.html

About The Author

WHAT I SEE-ს იდეის ავტორი და დამფუძნებული.

Leave a Reply