ომის მიმართ დამოკიდებულბა ყველას სხვადასხვაგვარი აქვს. მითუმეტეს თუ ეს უბრალოდ ომი კი არა, პირველი მსოფლიო ომია. ინგლისელმა კერამიკოსმა სრულიად განსხვავებული გამოფენა მიუძღვნა პირველ მსოფლიო ომში ინგლისის ჩართვიდან ასი წლის იუბილეს. პოლ კუმინსმა (Paul Cummins) საკმაოდ ამაღელვებელი ინსტალაცია შექმნა ამ თარიღთან დაკავშირებით და ლონდონის კოშკის შემოგარენი კერამის წითელი ყაყაჩოებით შეამკო, რომლიდანაც თითოეული მათგანი ბრიტანული წარმოშობის ან ბრიტანეთის კოლონიალური სახელმწიფოების  დაღუპულ მებრძოლებს მიუძღვნა.

poppies-8

მოხალისეები აქტიურად ჩაერთვნენ წითელი კერამიკის ყაყაჩოების ძერწვისა და დარგვის პროცესში. ინსტალაცია 2014 წლის  4 აგვისტოს გაიხსნა და ეს პროცესი უწყვეტად  11 ნოემბრამდე გაგრძელდება, როდესაც ამ დღესთან დაკავშირებით სიმბოლურად უკანასკნელი ყაყაჩო დაირგვება (ბრიტანეთი საბრძლო მოქმედებები 1914 წლის 4 აგვისტოს ჩაერთო  და  1918 წლის 11 ნოემბერს დასრულდა, როდესაც მოხდა მხარეებს შორის დაზავება).

სულ ლონდონის კოშკს 888 246 ყაყაჩო დაამშვენებს.

poppies-6

ბრიტანეთის სამეფო ლეგიონმა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის ვეტერანების მიერ შეიქმნა, წითელი ყაყაჩო ხსოვნისა და იმედის სიმბოლოდ აირჩიეს. ის საქმე, რასაც ისინი ომიდან დაბრუნების შემდეგ ემსახურებოდნენ, ბრიტანეთისათვის დღემდე მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად საუკუნოვანი ისტორიისა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალურად რეალიზება დღემდე ძალიან მნიშვნელოვანია როგორც განვითარებად, ასევე – განვითარებულ ქვეყნებშიც. სწორედ ამიტომ, წითელი ყაყაჩოს დაღუპულთა მოსახსენიებლად და პატივის მისაგებად გამოყენება ერთის მხრივ – სიმბოლური, მეორეს მხრივ კი – ძალიან ემოციური იყო.

poppies-5

ინსტალაცია, რომელიც ომში დაღუპულ  888 246 მეომარს მიეძღვნა. პირველი მსოფლიო ომის მსხვერპლების  ხსოვნას პატივი სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმაც მიაგეს.

poppies-9 poppies-7 poppies-1 poppies poppies-2 poppies-3

 

წყარო:

http://www.britishlegion.org.uk/remembrance/ww1-centenary

http://www.thisiscolossal.com/2014/07/tower-of-london-poppies/

Leave a Reply