მალაიზიაში ცხოვრებისას ირანელ ფოტოგრაფ ნაზიფ მოთლაქს (Nasife Motlaq) ხშირად ესმოდა მის სამშობლოსთან დაკავშირებული  ნეგატიური კლიშეები და უარყოფითი მოსაზრებები, რომლებიც რიგ შემთხვევებში რეალობასთან საკმაოდ დაშორებული იყო. მისი აზრით, ირანთან დაკავშირებული წარმოდგენები არასწორი სტერეოტიპების ბრალია, რომელთა გავრცელებასაც ის ხალხი უწყობს ხელს, ვინც ირანში ნამყოფი არ არის და ვისაც მათი ცხოვრების შესახებ რეალური წარმოდგენა არ აქვს.  ნასიფემ გადაწყვიტა, სამშობლოში დაბრუნებისას დეტალურად შეესწავლა ურთიერთობა ირანელ კაცებს და მათ ქალიშვილებს შორის და ფოტოგრაფიის დახმარებით დანარჩენი სამყაროსთვისაც ეჩვენებინა რეალობა.

“არსებობს სტერეოტიპი ირანელი მამაკაცებისა და ქალების შესახებ, რასაც ხშირად ვხედავთ მედიაში. ეს პროექტი არის ჩემი პასუხი. ის ნამდვილი ირანელი კაცების პორტრეტებს აჩვენებს. ძალიან ბევრი ირანელი ქალი დღეს წარმატებულია ბიზნესში, ხელოვნებაში, მეცნიერებაში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მათ უკან მათი მამები დგანან, რომლებიც თავიანთ ქალიშვილებს წარმატების მიღწევაში ეხმარებიან. ჩემს კულტურაში არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც არ მომწონს და არ ვეთანხმები. თუმცა არც ის არის მართალი, რასაც მსოფლიოში ირანის შესახებ ამბობენ. ხალხის მოსაზრებები ცრუ ინფორმაციას ემყარება. ჩემი აზრით, სიმართლისა და რეალობის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რაც არ უნდა მწარე იყოს ის.”

Nafise08.jpg.CROP.original-original

არეზუს მამა ხალიჩების გამყიდველია. “ის ძალიან მხიარული კაცია და ხალხს ანეგდოტების მოყოლით აცინებს”. – ამბობს გოგონა.

ფოტოსესიის დახმარებით ნასიფეს უნდოდა დაენახებინა, რომ ყველა ირანელი კაცი ერთნაირი არ არის. მან ასევე წარმოაჩინა ირანული საზოგადოების მრავალფეროვნება. ურთიერთობები, რომლებიც ფოტოებზეა ასახული სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და ამაზე გოგონების აზრებიც მეტყველებს. ზოგიერთი თავგამოდებით იცავს მამას: – “ჩემი მეგობრები ფიქრობენ, რომ ის ზედმეტად ზრუნავს ჩემზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო მხარდამჭერია”. ზოგიერთის დამოკიდებულება კი ისეთივე ბუნდოვანია, როგორც თვით ირანის საზოგადოება: – “არ ვიცი რა ვთქვა მასზე, მართლა არ ვიცი”.

ფატემეს მამა ოფისიში მუშაობს. "ის კარგი მამა, არ ვიცი რა დავამატო."

ფატემეს მამა ოფისში მუშაობს. “ის კარგი მამაა, არ ვიცი რა დავამატო.”

მიუხედავად იმისა, რომ ფოტოგრაფიც და მის ობიექტივში მოხვედრილი გოგონებიც ცდილობენ მათი ყოველდღიურობის და ოჯახური ურთიერთობის დადებითი ასპექტები დაგვანახონ, ფოტოპროექტი ნათლად აჩვენებს, რომ ირანში ქალი იშვიათად თუა თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებელი და თავისუფლებაც იშვიათად ეძლევა მას. ეს არის  ამბავი მარჯვე, ოჯახზე მზრუნველი მშობლებისა და დამჯერი, უპრეტენზიო შვილების, რომელთაგან ორივე მხარე შეთანხმებულია იმ წესებზე, რა წესებითაც უწევთ ერთმანეთთან ურთიერთობა: მამები ცდილობენ იზრუნონ შვილებზე, მიცენ მათ მშვიდად ცხოვრების საშუალება, გოგონები ხედავენ მშობლების დადებით მხარეებს და ეძებენ საერთო ენას.

კატაუნის მამა ყოფილი ჯარისკაცია. "ჩემი მეგობრები ფიქრობენ, რომ ის ზედმეტად ზრუნავს ჩემზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო მხარდამჭერია."

კატაუნის მამა ყოფილი ჯარისკაცია. “ჩემი მეგობრები ფიქრობენ, რომ ის ზედმეტად ზრუნავს ჩემზე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ის საუკეთესო მხარდამჭერია.”

ფატემეს მამა მეჩეთის ბიბლიოთეკარია. "ხალხი ფიქრობს, რომ მე არ მაქვს თავისუფლება, რადგან მამაჩემი სასულიერო პირია, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. როცა 15 წლის ვიყავი მან უფლება მომცა, რომ მეგობრებთან ერთად წიგნების ბაზრობაზე წავსულიყავი".

ფატემეს მამა მეჩეთის ბიბლიოთეკარია. “ხალხი ფიქრობს, რომ მე არ მაქვს თავისუფლება, რადგან მამაჩემი სასულიერო პირია, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. როცა 15 წლის ვიყავი მან უფლება მომცა, რომ მეგობრებთან ერთად წიგნების ბაზრობაზე წავსულიყავი”.

შადის მამა ბიზნესმენია. "მამაჩემში ჯიუტი ბავშვი ცხოვრობს. უნდა იცოდე, თუ როგორ მიუდგე მას". - ამბობს გოგონა.

შადის მამა ბიზნესმენია. “მამაჩემში ჯიუტი ბავშვი ცხოვრობს. უნდა იცოდე, თუ როგორ მიუდგე მას”. – ამბობს გოგონა.

ზაჰრას მამა უმუშევარია. "არ ვიცი, რა ვთქვა მასზე, მართლა არ ვიცი".

ზაჰრას მამა უმუშევარია. “არ ვიცი, რა ვთქვა მასზე, მართლა არ ვიცი”.

შიმას და ლინას მამა სამოქალაქო პროექტის მენეჯერია. "მამა ევროპაში სწავლობდა. სწორედ ამიტომ, მან ჩვენ ის თავისუფლება მოგვცა, რაც დასავლელ ახალგაზრდებს აქვთ."

შიმას და ლინას მამა სამოქალაქო პროექტის მენეჯერია. “მამა ევროპაში სწავლობდა. სწორედ ამიტომ, მან ჩვენ ის თავისუფლება მოგვცა, რაც დასავლელ ახალგაზრდებს აქვთ.”

ზაჰრას მამა ფერმაში მუშაობს. "ის ძალიან ბევრს მუშაობს" - ამბობს გოგონა.

ზაჰრას მამა ფერმაში მუშაობს. “ის ძალიან ბევრს მუშაობს” – ამბობს გოგონა.

მაჰსას მამა ვეტერანია. "ის ყოველთვის ჩემ გმირად დარჩება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ისევ ისეთი ბედნიერი და იმედით აღსავსე კაცი იყოს."

მაჰსას მამა ვეტერანია. “ის ყოველთვის ჩემ გმირად დარჩება, მაგრამ ვისურვებდი, რომ ისევ ისეთი ბედნიერი და იმედით აღსავსე კაცი იყოს.”

წყარო: http://www.slate.com/blogs/behold/2014/10/14/nafise_motlaq_photographs_fathers_and_daughters_in_iran.html?wpsrc=fol_fb

Leave a Reply