ოფიციალურმა ვატიკანმა  რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსებს მოუწოდა,  პატივისცემა გამოიჩინონ ერთსქესიანი წყვილების მიმართ. სასულიერო პირების განცხადებით, ასეთ ურთიერთობებს აქვთ “დადებითი ასპექტებიც”.

“ჰომოსექსუალებს აქვთ ნიჭი და ღირსება, რომელიც შეუძლიათ გაუზიარონ ქრისტანულ საზოგადოებას: ვართ მზად მივიღოთ ეს ადამიანები და ვუზრუნველყოთ მათი ადგილი ჩვენს საზოგადოებაში? ხშირად ისინი მიისწრაფიან ეკლესიისკენ, სურთ რომ მასში სტუმართმოყვარე სახლი დაინახონ”, – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში, რომლის შედგენაში მოანწილეობას 200-მდე ეპისკოპოსი იღებდა.

597_662356

სასულიერო პირების აზრით “ეკლესიამ თავად უნდა გაუგზავნოს საკუთარ თავს გამოწვევა და ჰომოსექსუალებს  ძმური ადგილი შესთავაზოს” ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე.

დოკუმენტი, რომელსაც ლათინურად relatio post disceptationem ეწოდება,  განხილვის თემა იქნება  სინოდის მეორე კვირის შეხვედრაზე.

წყარო: http://www.gay.ru/news/rainbow/2014/10/15-29901.htm

Leave a Reply