დღეს ძალიან იშვიათად თუ ნახავთ ისეთ ადამიანს, რომელსაც არ აქვს მობილური ტელეფონი. ეს არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, როგორც 10-15 წლის წინ იყო, როცა პირველი მოტოროლები გამოჩნდა. თანამედროვე მსოფლიოში ახალი თაობის მობილური ტელეფონის, იგივე “სმარტფონის” ან “ანდროიდის” ქონა ნიშნავს, რომ თქვენ პირველი გაიგებთ ახალ ამბებს, სწრაფად დაეკონტაქტებით მეგობრებს და მათ რუკაზეც კი იპოვით, ხოლო მოსაცდელში დროს “Сandy Crush”-ის თამაშში გაატარებთ.

ადამიანები ხშირად ფიქრობენ იმაზე, თუ როგორც შეცვალა მობილურმა ტელეფონმა და ზოგადად ტექნოლოგიურმა საშუალებებმა მათი ცხოვრება. თუმცა ერთ, თითქოს, უმნიშვნლო ცვლილებას ზოგჯერ ვერც კი ამჩნევენ. სწორედ ამ ცვლილების ჩვენება უნდოდა ფოტოგრაფს, რომელმაც ქუჩაში, კაფეებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში შეკრებილ ადამიანებს ფოტოები გადაუღო.death-of-con-5__880

“სანამ მობილურ ტელეფონს გამოიგონებდნენ ადამიანები იძულებულნი იყვნენ, რომ ერთმანეთთან კონტაქტი დაემყარებინათ და ელაპარაკათ. ახლა ეს აუცილებელი აღარ არის, რადგან შენ შეგიძლია, უბრალოდ თავი მოაჩვენო სხვებს თითქოს მობილურ ტელეფონში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. ვფიქრობ, რომ მობილური კლავს ურთიერთობას. ჩვენ უნდა “ამოვძვრეთ” სმარტფონებიდან და დავიბრუნოთ პირისპირ კომუნიკაცია”. 

 

death-of-con-2__880

death-of-con-8__880

death-of-con-1__880

death-of-con-3__880

death-of-con-4__880

death-of-con-6__880

death-of-con-7__880

death-of-con-9__880

death-of-con-10__880

death-of-con-11__880

death-of-con-12__880

Leave a Reply