პანკისელი ქალების შეჯიბრი ჯირითში

22 ოქტომბერს სასტუმრო – დასასვენებელ კომპლექს ლოპოტაზე გაიმართა ჯირითი პანკისელ ქალებს შორის. აღნიშნული ღონისძიება ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის (”თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის”) ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით და კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან პარტნიორობით განხორციელდა. 9

პროექტის მიზანია პანკისის ხეობის მოსახლეობის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების და ლტოლვილების ცნობიერების ამაღლება ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესახებ.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი დიდი ხნის განმავლობაში ატარებდა ტრენინგებს დ უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევდა პანკისელ ქალებს აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით. გუშინდელი ჯირითი ამ ყველაფრის დამასრულებული ღონისძიება იყო.

მონაწილეები გამოდიოდნენ მაისურზე წარწერით – “ოჯახი არ არის საკუთრება, ნუ იქნები მოძალადე” და “ოჯახში ძალადობა  –  დუმილი თანამონაწილეობაა.”

Leave a Reply