ირანის სასამართლომ 26 წლის ქალი სიკვდილით დასაჯა. რეიანე ჯაბარი  გაასამართლეს მამაკაცის მკვლელობისათვის, რომელიც მის გაუპატიურებას ცდილობდა. მიუხედავად საერთაშორისო ორგანიზაციების თხოვნისა,  ხელახლა ჩატარებულიყო სასამართლო, ირანის ხელისუფლებამ განაჩენი, მისი გამოტანიდან 5 წლის თავზე – 2014 წლის  25 ოქტომბერს, სისრულეში მოიყვანა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  რეანეს მიერ მოკლული მოძალადე ირანის საჯარო მოხელე იყო.

სიკვდილით დასჯილი პროფესიით ინტერიერის დიზაინერი იყო. როგორც სასამართლოზე რეიანეს ადვოკატი განმარტავდა, ჯაბარი მოკლულმა სახლში დაიბარა, რათა საცხოვრებელი ბინის გადასაკეთებლად დაექირავებინა და  მოლაპარაკებოდა, თუმცა, ამის ნაცვლად, ქალზე სექსუალურად იძალადა. სწორედ ამ დროს ჩაიდინა  ბრალდებულმა მკვლელობა თავდაცვის მიზნით.

476

განაჩენის აღსრულებამდე, უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართეს ირანის ხელისუფლებას, ხელახლა გამოეძიებინა ეს საქმე, რამდენადაც არსებობდა მტკიცებულებები, რომ რეიანე ჯაბარს აღიარებითი ჩვენება იძულებით მიაცემინეს.

ამნისტიის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოძიების პროცესი და სასამართლო მოჩვენებითად და ცალსახად არაკანონიერად შეაფასა. - “ რეიანე ჯაბარის სიკვდილით დასჯის ფაქტი შოკისმომგვრელი და სამწუხაროა. ეს კიდევ ერთი სისხლიანი ლაქაა ირანისათვის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. განსაკუთრებით სამწუხარო ისაა, რომ კონკრეტული განაჩენი არაფრით განსხვავდება ირანის სასამართლოს მიერ გამოტანილი სხვა განაჩენებისაგან  –  ამ ქვეყნის ხელისუფლება აგრძელებს ეჭვმიტანილთა სიკვდილით დასჯას და არ განიხილავს საქმეში არსებულ საეჭვო გარემოებებს და შესაძლო მტკიცებულებებს“ – განაცხადა   ორგანიზაციის  ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა – ჰადჯ სარაოუიმ.

reyhaneh2-665x385

2009 წლიდან, მას შემდეგ რაც რეიანეს ბრალი წაუყენეს, მის მხარდასაჭერად უამრავი ადამიანი გამოხატავდა პროტესტს, სოციალურ ქსელში ჯაბარის გათავისუფლების მოთხოვნით, გვერდიც კი შიქმნა, რომელიც რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოიწონა. მიუხედავად ასეთი გამოხმაურებისა, ირანის სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი მაინც გამოიტანა.

სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ ჯაბარის უფროსი ვაჟი და დედა.

reyhaneh

„სისხლიანი ცერემონიის”  შემდეგ, ირანის ხელისუფლებამ განცხადება გაავრცელა:  “რეიანე ჯაბარმა, რამდენჯერმე აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა, შემდეგ გადაწყვიტა, საქმისათვის მიმართულება შეეცვალა სექსუალური ძალადობის შეთხზული ისტორიით. ყოველი მისი მცდელობა, დაერწმუნებინა საერთაშორისო საზოგადოება თავის სიმართლესა და უდანაშაულობაში, სიცრუეზე იყო აგებული.”

რეიანე ჯაბარის სიკვდილით დასჯას თეთრი სახლიც გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ  საქმეში არსებობდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლებსაც შეეძლო სრულიად შეეცვალა რეალობა, თუმცა, სასამართლომ არ განიხილა ისინი და  გამოიტანა სრულიად უსამართლო განაჩენი.

რეიანე ჯაბარის საქმე , სამწუხაროდ, ირანში დამკვიდრებული პრაქტიკის გაგრძელებაა –  ოფიციალური მონაცემებით 2014 წელს, ამ სახელმწიფოში სასამართლომ 250 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა.

A religious activist looks on while attending the 25th International Islamic Unity Conference in Tehran

წყარო :  https://news.vice.com

Leave a Reply