2007 წლის იანვარში სან პაულოს მერიამ მიიღო კანონი, რომელმც შოკში ჩააგდო სარეკლამო აგენტები. იმისათვის, რომ ქალაქი გაეთავსუფლებინათ  ე.წ. “ვიზუალური დაბინძურებისგან”,  მიიღეს “სუფთა ქალაქის” კანონი, რომელმაც ყველა სახის ბილბორდი და დიდი გარე რეკლამა აკრძალა.

Screen_shot_2011-12-08_at_10.51.42_AM

სან პაულო ცნობილი იყო მსოფლიოში ყველაზე საშინელი ბილბორდების ჯუნგლებით, რომლისთვისაც არც არალეგალური ბილბორდები და რეკლამები იყო უცხო. სარეკლამო აგენტები ყველა შესაძლო ქუჩასა და ადგილზე კიდებდნენ უზარმაზარ რეკლამებს. ზოგი ღარბი მოქალაქე ფულის გამო საკუთარი სახლის ფასადს, ან ეზოს ნაწილსაც კი აქირავებდა, სადაც შემდგომ რეკლამებს ანთავსებდნენ. კანონის მიღების შემდეგ აიკრძალა 15000-ზე მეტი ბილბორდი, 1600 შეუსაბამოდ დიდი ზომის ნიშანი და 1300 მეტალის პანელი. მკაცრი რეგულაციები გატარდა მაღაზიების ბანერებზე და მფლობელებს უფლება მიეცათ მხოლოდ მაღაზიის თავზე განეთავსებინათ ბანერი და არა – ქუჩაში. არალეგალური გახდა საჯარო ადგილებში პამფლეტების დარიგებაც.

sao05

ქალაქი ბილბორდებს მიღმა აღმოჩენა იყო. მათი ჩამოხსნის შემდეგ აღმოაჩინეს არალეგალური ქარხნები,  უშნო შენობები ჩატეხილი ფანჯრებით, გაცვეთილი ფასადებით და უხარისხო ელექტროგაყვანილობით. გარდა უარყოფითისა, იყო სასიამოვნო აღმოჩენებიც – სან პაულოს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა დანგრევის პირას მყოფი არტ დეკოსა და არტ ნუვოს სტილის შენობები.sao16

ქალაქმა მესაკუთეები გადასახადებისგან გაათავისუფლა, რათა წაეხალისებინა ისინი და სარემონტო სამუშაოები ჩაეტარებინათ, რამაც შედეგი გამოიღო და ბევრ შენობას თავისი პირვანდელი სახე დაუბრუნდა. ბრაზილიელი რეკლამის აგენტები, რომლებიც ებრძოდნენ ამ კანონს, იძულებულები გახდნენ მალევე შეგუებოდნენ არსებულ რეალობას.adbusters_73_sao_paolo

ბეჭდურ მედიაში რეკლამების განთავსების ბუმი ატყდა, გაიზარდა ციფრული რეკლამები ავტობუსში, მეტროსა თუ აეროპორტებში. რეკლამის აგენტებმაც კი აღიარეს, რომ ქუჩის რეკლამის აკრძალვამ ისინი იძულებულები გახადა უფრო კრეატიულები და “გამომგონებლები” გამხდარიყვნენ.

სან პაულოს ერთ-ერთმა მცხოვრებმა კი აღნიშნა, რომ აკრძალვის შემდეგ დაინახა ისეთი რაღაც, რაც მანამდე არასდროს შეუმჩნევია – ცა.

star_sp

 

წყარო: http://www.atissuejournal.com/

Leave a Reply