სპეციალურად ჰარი პოტერის ჯადოსნური სამყაროს მოყვარულთათვის ლონდონში სასტუმრო გაიხსნა, რომელიც  ზუსტად იმეორებს ფილმებში ასახულ მაგიური სამყაროს დიზაინს,  ყველა დეტალი დიდი შრომისა და ხანგრძლივი შემუშავების შედეგადაა შექმნილი.

სასტუმრო – Georgian House, 163 წელია ლონდონში ფუნქციონირებს, თუმცა ცოტა ხნის წინ მან ახალი სიცოცხლე შეიძინა და მაგლებს ჰოგვართსა და სხვა მაგიურ ადგილებში სთავაზობს მოხვედრას. როგორც ონალიან გამოცემა Mirror იუწყება, სასტუმრო მომხმარებლებს სპეციალურ ტურებსაც სთავაზობს, მაგრამ ეს ყველაფერი არც ისე იაფია, სასტუმროში ერთი ღამით გაჩერება £249-დან £363-მდე ჯდება, თუმცა ეს ფასები გათვლილია რამდენიმე კაციან ნომრებზე.

სერენა ვან დერ ჰეიდმა, სასტუმროს ერთ-ერთმა პარტნიორმა განაცხადა, რომ სასტუმრო გათვლილია ოჯახებზე და მათ გამოჩენას, სასტუმროს პერსონალი სანთლებითა და მუსიკით ეგებება, რათა სტუმრების მიღება მაგიურ სამყაროში უფრო ეფექტური გახადონ.

 

 

 

Leave a Reply