რომის პაპი ფრანცისკე I -ის სიტყვით გამოსვლას თითქმის ყოველთვის რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოსდევს საზოგადოებისა, თუ სამღვდელოების მხრიდან – ერთ ნაწილი სრულიად ეთანხმება მას, ხოლო დანარჩენი მიიჩნევს, რომ პაპი ვატიკანის იდეოლოგიას და რელიგიის ჭეშმარიტებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

HHHHHHHHHHH

უკანასკნელი მოულოდნელი განცხადებით, პაპი ფრანცისკი ვატიკანის მეცნიერებათა აკადემიის პლენარულ სხდომაზე წარსდგა. მისი გამოსვლის შინაარსი შემდეგნაირად ჟღერდა –  მეცნიერებასა და რელიგიას შორის არ არის ინტერესთა კონფლიქტი, ნებისმიერი თეორია, რაც გვესმის, იქნება ეს ევოლუციისა თუ დიდი აფეთქების თეორია რეალურია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღმერთი არ არსებობს.

„როდესაც ჩვენ ვკითხულობთ სამყაროს წარმოშობის ამბავს, წარმოვიდგენთ, რომ ღმერთი არის ჯადოქარი – ჯადოსნური  ჯოხით, რომელსაც შეუძლია ყველაფრის გაკეთება – სინამდვილეში, ეს ასე არ არის! მან შექმნა ადამიანი და მისცა შესაძლებლობა, უნარი, მოეწესრიგებინა სამყარო შინაგანი რწმენის საფუძველზე და ასე შეესრულებინა თავისი მისია. ჭეშმარიტებაა ის, რომ სამყაროში ყოველივეს  შექმნის საფუძველი სიყვარულია.

ღმერთმა ყოველ ქმნილებას მისცა არჩევანის თავისუფლება, მოქმედების ავტონიმია, თუმცა, ამავდროულად ჩაუნერგა მთავარი ისნტინქტი –  კაცობრიობის გაგრძელების ინსტინქტი. ყოველი ჭეშმარიტება ადამიანისათვის შესაცნობელი და ხელმისაწვდომი გახადა – სწორედ ასე გრძელდებოდა სიცოცხლის ციკლი საუკუნიდან საუკუნემდე, მილიონობით და მილიარდობით წლის თავზე, მანამ, სანამ სამყარო არ მოვიდა  იქამდე, როგორსაც დღეს ვხედავთ.  ღმერთი არის ყოველივეს სიცოცხლის საწყისი  და არა – ფილოსოფიურ მოძღვრებათა  მოდელი, ან ჯადოქარი! ევოლუციის თეორია არ უპირისპირდება სამყაროს შექმნის ამბავს, რამდენადაც ღმერთმა შექმნა ამ პროცესის აუცილებელი მონაწილე – ადამიანი!

ბიბლიაში სამყაროს შექმნაზე წერია, რომ ღმერთმა შექმნა ადამი და მიუთითა, ყველაფრისათვის დაერქმია სახელი, შეექმნა ისტორია და გაეგრძელებინა ის. ამ დავალებამ, ადამი აქცია პასუხისმგებელად სამყაროზე. აქედან გამომდინარე ის, შესაძლოა წარმოვიდგინოთ  სამყაროს მსახურად თავისი სიცოცხლის ბოლომდე. ღმერთმა გააფრთხილა ადამი, რომ  ამ გარემოს განადგურება იქნებოდა უმთავრესი ცოდვა შემოქმედის წინაშე.

ჩვენ ყველა ვაგრძელებთ ადამის არსებობას, ამიტომ კაცობრიობა, პირველ რიგში კი მეცნიერი და , მითუფრო, ქრისტიანი მეცნიერი, უნდა ემსახურებოდეს სამყაროს, რათა დაიცვას მომავალი –  დაიცვას ბუნებრივი გარემო და, რა თქმა უნდა, მასთან ერთად – ადამიანი! მეცნიერული საქმიანობის პარალელურად, ამ სფეროში მოღვაწეებმა არ უნდა დაივიწყონ ის საიდუმლოებები, მექანიზმები და კანონზომიერებები, რომლებსაც ბუნება ატარებს. მათ უნდა ახსოვდეთ , რომ საჭიროა გარკვეულ დროს ადამიანები არ ჩავერიოთ ამ ყველაფერში, არ  ვცადოთ მათი ამოხსნა. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სწორედ მეცნიერების ვალია, დაიცვას ასეთი კანონზომიერებები და საიდუმლოებები გამჟღავნებისა და ხელყოფისაგან!“

 

წყარო: www.rawstory.com

Leave a Reply