ურთიერთობის გაწყვეტის შემდგომი პერიოდი, სირთულეები, ემოციები, განცდები –  სწორედ ეს გახდა ფოტოგრაფ ლაურა სტივენსის ფოტოსერიის  მთავარი კონცეფცია. პროექტის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც სტივენსი მეგობარ ბიჭს დაშორდა. ფოტოების საშუალებით, ავტორი ცდილობს გადმოსცეს  ის ისტორიები, რომლებიც ძალიან პირადულია. ცარიელი სახლი და თანაცხოვრების მოგონებები, მარტოობა და პასუხების ძებნა, სადილი, რომელსაც არავინ იზიარებს შენთან ერთად – ის  ჩვეული რეალობაა, რომელიც თან ახლავს ცხოვრების ამ რთულ მონაკვეთს.

პროექტს ღირსებას მატებს ის ფაქტი, რომ მასში მონაწილე  თითოეული  ქალი,  რეალურად იმყოფება ასეთ სიტუაციაში. სურათები გადაღებულია მათსავე სახლებში, პარიზში. თითოეულ ფოტოს აქვს თავისი ისტორია, თუმცა მათ აერთიანებთ ერთი რამ  – პირადი დანაკარგი.

008-Katherine

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“პროექტზე მუშაობის პროცესი  იყო  კარგი საშუალება დამენახა ის ცვლილებები, რომლებიც ჩემში მოხდა – ტკივილიდან და დაბნეულობიდან, შინაგან განახლებამდე. ეს ფოტოები ფოკუსირებულია ურთიერთობის დასრულების შემდგომ წამოსულ ემოციებზე, ტკივილზე, თუმცა, ამავდროულად,  გვაჩვენებს გზას პიროვნული რეკონსტრუქციისაკენ,” – ამბობს ლაურა სტივენსი.

001-Kate

003-Lily

006-Amy

009-Emma

011-Julie

012-Carole

013-Sofia

017-Sibylla

019-Pauline

 

022-Christiana

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : www.featureshoot.com

Leave a Reply