სეიჯ სოიერი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელიც აქტიურად უღებდა ფოტოებს ჰომოსექსუალ წყვილებს, 1986 წლიდან 1988 წლის ჩათვლით, იმ პერიოდში, როცა შიდსის ეპიდემია მსოფლიოს მოედო და მაშინაც როცა შეერთებულ შტატებში ჰომოსექსუალი ადამიანების უფლებებისთვის მებრძოლთა მოძრაობები აქტიურად იკრებდა ძალას. ფოტოგრაფი წყვილებს, სახლში, შინაურულ გარემოში  იღებდა და მაქსიმალურად რეალისტურად  ასახავდა მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა და საქმიანობას.

სოიჯმა სამოცდაათიანი წლების დასაწყისში გაიგო, რომ მისი მშბლების გაყრის მიზეზი მამის ჰომოსექსუალიზმი აღმოჩნდა. ამის შემდეგ, გოგონა ძლიერ დაინტერესდა ჰომოსექსუალთა მდგომარეობით და მათ დახურულ საზოგადოებაშიც შეაღწია.

შეერთებული შტატების მთავრობა უფრთხოდა შიდსის ფართომაშტაბიან გავრცელებას, რადგან ვირუსით დაავადებულ ადამიანთა რიცხვი უკვე სჭარბობდა 11 ათასს, შესაბამისად ისინი არ აპირებდნენ ჰომოსექსუალი ადამიანების მადისკრიმინირებელი კანონების გაუქმებას.  ამ დროს კი სეიჯი მოგზაურობდა მთელ ქვეყანაში, იღებდა გეი და ლესბოსელ წყვილებს და თავისი ფოტოებით ამსხვრევდა მითს, ამ ადამიანების თავაშვებულობისა და უპასუხისმგებლობის შესახებ, რადგან ფოტოებზე გამოსახული იყო მშვიდი ოჯახური ცხოვრება და არაფერი ისეთი, რაც რიგითი ამერიკელის ოჯახში არ ხდებოდა.

შემდგომში, ფოტოები ხელოვანმა ერთ პროექტად და რამდენიმე წიგნად გააერთიანა.

One Response

Leave a Reply