ბობ დილანი  – ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი და მწერალი.ბობ დილანი არის ადამიანი, რომელიც ნებისმიერ პრეზიდენტზე, პოლიტიკოსზე, მონარქსა თუ “სელებრითზე” უფრო ცნობილი და გავლენიანია. მის სიმღერებზე, რომლებზეც  მელომანების რამდენიმე თაობა გაიზარდა, ქავერები გაკეთებული აქვს ათასობით სხვა შემსრულებელს. 

bob-dylan-young-74269245ე.ბ. სადღაც წავიკითხე, რომ “blowing in the wind” ათ წუთში დაწერე. ასეა?

ბ.დ. ალბათ.

ე.დ. როგორ, ასე? ადექი და დაწერე?

ბ.დ. ჰო.

ე.დ. საიდან მოვიდა?

ბ.დ. უბრალოდ მოვიდა. ის მოვიდა… ეს იყო, როგორც… შეუჩერებლად ამოხეთქა შემოქმედების წყაროდან. ასე ვფიქრობ…

ე.ბ. ოდესმე გახსენდება ადრე დაწერილი სიმღერები, გახსენდება და ამბობ: „ვაუ, ამან გამაოცა!“

ბ.დ.  კი, მახსენდებოდა. მაგრამ აღარ ვაკეთებ. აღარ ვიცი როგორ ვწერდი ამ სიმღერებს.

ე.ბ. რას გულისხმობ?

ბ.დ. ყველა ის ადრეული სიმღერა თითქმის ჯადოსნურად დაიწერა. “Darkness at the break of
noon, shadows even the silver spoon, a handmade blade, the child’s balloon…” (It’s Alright Ma  – Bob Dylan) მიდი, აბა, სცადე და დაწერე რამე მსგავსი. ჯადოსნობაა ამაში, და ეს არ არის სიგფრიდის და როის მსგავსი ჯადოსნობა. ეს სხვანაირი, გამჭოლი ჯადოქრობაა და იცი, მე ეს გავაკეთე. ერთ დროს გავაკეთე.

ე.ბ. როგორ ფიქრობ, კიდევ შეგიძლია ამის გაკეთება?

bobdylan

 

ბ.დ. ….

ე.ბ. ეს გულს გტკენს, თუ..?

ბ.დ. კარგი, ვერაფერს გააკეთებ სამუდამოდ. ეს ერთხელ გავაკეთე, ახლა სხვა რაღაცეებს ვაკეთებ. მაგრამ იმის გაკეთება არ შემიძლია.

ე.ბ. კარგი ცხოვრება გქონდა? კარგი… ბედნიერი ბავშვობა?

ბ.დ. მართლა არ ვთვლი ჩემს თავს ბედნიერად, ან – უბედურად. ყოველთვის ვიცოდი, რომ იყო რაღაც, რისი მიღებაც მინდოდა. და ის არ იყო იქ, სადაც იმ მომენტში ვიმყოფებოდი.

ე.ბ. ის არ იყო მინესოტაში.

ბ.დ. ჰო

ე.ბ. ნიუ-იორკს მსოფლიოს დედაქალაქად თვლი. მაგრამ, როცა მამაშენს უთხარი ეს, მან ჩათვალა, რომ ეხუმრებოდი. შენი მშობლები ეთანხმებოდნენ შენს მუსიკოსობას? ნიუ-იორკში წასვლას?

ბ.დ. არა. მათ არ უნდოდათ. ჩემი მშობლები არასდროს არსად წასულან. მამაჩემი ალბათ ფიქრობდა, რომ მსოფლიოს დედაქალაქი ის ადგილი იყო, სადაც იმჟამად ცხოვრობდა. სადაც თვითონ და თავისი ცოლი იყვნენ ის იყო მსოფლიოს დედაქალაქი.

ე.ბ. რამ გაგხადა განსხვავებული? რამ განგაცალკევა იქაურობას?

ბ.დ. ჰო.. რადიოს ვუსმენდი ხშირად. მუსიკალურ მაღაზიებში დავწანწალებდი. ვუკრავდი გიტარაზე, პიანინოზე და ვსწავლობდი მუსიკას იმ სამყაროდან, რომელიც ჩემს გარშემო არ არსებობდა.

ე.ბ. სიტყვა „ბედისწერას“ ხშირად იყენებ შენს წიგნში. რას ნიშნავს ბედისწერა შენთვის?

ბ.დ. ეს იმის შეგრძნებაა, რომ საკუთარ თავზე იცი რაღაც ისეთი, რაც სხვამ არ იცის . ეს ისეთი რაღაცაა, შენთვის რომ უნდა დაიტოვო. და თუ იქიდან გამოუშვებ, ვიღაც მოვა და მოკლავს. ასე რომ, ჯობია, შენთვის დაიტოვო.

ე.ბ. შენს თავს ვერ ხედავ როგორც რობერტ ზიმერმანს.

ბ.დ. რაღაც მიზეზების გამო ვერასდროს ვხედავდი.

ე.ბ. მაშინაც, სანამ სცენაზე გამოხვიდოდი?

ბ.დ. ჰო, მაშინაც კი. ზოგიერთი ადამიანი არასწორი სახელით, არასწორ მშობლებთან იბადება. იმის თქმა მინდა, რომ ასე ხდება ხოლმე.

ე.ბ. მითხარი, როგორ გადაწყვიტე გამხდარიყავი ბობ დილანი?

ბ.დ. საკუთარ თავს იმას ეძახი, რაც გინდა. ეს თავისუფალი ქვეყანაა. თაღლითად გრძნობ თავს, როცა ადამიანს ის ჰგონიხარ, ვინც სინამდვილეში არ ხარ.

ე.ბ. რა წარმოდგენა ჰქონდა ხალხს შენზე? და რა იყო სინამდვილე?

ბ.დ. არ წარმოვედგინე როგორც მომღერალი, ან – მუსიკოსი.

ე.ბ. რა იყო ყველაზე ცუდი პიროვნულად შენთვის?

ბ.დ. თითქოს ედგარ ალან პოს ნაწარმოებში ვიყავი. და შენ არ ხარ ის ადამიანი, ვინც ყველას ჰგონიხარ, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გეძახიან. „შენ წინასწარმეტყველი ხარ. შენ მხსნელი ხარ.“ არასდროს მდომებია წინასწარმეტყველი, ან მხსნელი ვყოფილიყავი. შეიძლება ელვისი ვყოფილიყავი. უფრო მარტივად ვხედავ საკუთარ თავს ელვისად. მაგრამ წინასწარმეტყველი? არა.

ე.ბ. ვიცი, და გეთანხმები. საკუთარ თავს ვერ აღიქვამ იმ თაობის ხმად, მაგრამ ზოგიერთი შენი სიმღერა ხალხს აშეშებს. და ისინი ხედავენ ამას როგორც ჰიმნს და პროტესტს. ეს მნიშვნელოვანი იყო მათ ცხოვრებაში. შენ შეიძლება ასე არ თვლიდე, მაგრამ ასე იყო მათთვის. როგორ შეუთავსებ ამ ორ რაღაცას?

ბ. დ. მე სიმღერებს ვწერ და არა – ქადაგებებს. კარგად მოუსმინეთ სიმღერას და იქ ვერაფერს ნახავთ რაც ამბობს, რომ მე გზის მაჩვენებელი ვარ ვინმესთვის.

ე.ბ. მაგრამ ისინი ხედავენ.

ბ. დ. ჰო, როგორც ჩანს არ მოსუმენიათ სიმღერები.

ე.ბ. იცი, ირონიულია, რომ ხალხი იმის საპირისპიროდ აღგიქვამს, ვინც ხარ.

ბ.დ. ნიშნავს ეს რამეს?

ე.ბ. როცა ისრაელში წახვედი, დაწერე: „გაზეთებმა ერთ ღამეში გამხადეს სიონისტი და ეს ძალიან დამეხმარა.“ როგორ დაგეხმარა?

ბ. დ. მირჩევნია აღმიქვამდნენ როგორც ლოთს, სიონისტს, გიჟს,  ბუდისტს,  კათოლიკეს ან – მორმონს, მაგრამ არა როგორც „ანარქიის ეპისკოპოსს“.

ე.ბ. და თაობის წარმომადგენელს.

ბ.დ. ჰო

ე.ბ. ყველაფერი საპირისპიროდაა

ბ.დ. ჰო..

ე.ბ. ხალხხი კიდევ მოდის თქვენს სახლში?

ბ.დ. კი..

bobdylanhandstand_21

 

ე.ბ. და რას აკეთებენ?

ბ.დ. მათ ჩემთან ერთად უნდათ საუბარი პოლიტიკაზე, ფილოსოფიაზე, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებზე და ათას რამეზე, ხომ იცი.

ე.ბ. რა იცი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაზე?

ბ.დ. არაფერი. საერთოდ არაფერი.

ე.ბ. რა იგულისხმე როცა დაწერე: „ სასაცილო პოპულარობაში ისაა, რომ არავის სჯერა რომ ეს შენ ხარ.“

ბ.დ. გეკითხებიან „ის ხარ, ვინც მგონია?“ შენ პასუხობ „არ ვიცი“, მერე ისინი გეტყვიან , „ის ხარ“, „კარგი“, პასუხობ და შემდეგ, „არა, არ ხარ“. და ასე გრძელდება.

ე.ბ. რესტორნებში დადიხარ?

ბ.დ. არ მიყვარს რესტორანში ჭამა.

ე.ბ. იმიტომ რომ ხალხი მოდის და გეკითხება „ის ხართ?“

ბ.დ. ეს ყოველთვის ასე ხდება, ჰო..

ე.ბ. ოდესმე ამით გისარგებლია?

ბ.დ. არა.

ე.ბ. ერთხელ თქვი „როცა ჩემი ცოლი ჩემზე ქორწინდებოდა, აზრზე არ იყო, რაში ყოფდა თავს“.

ბ.დ. ის ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. და ასეთი ცხოვრება არ იყო ის, რაც მას წარმოედგინა. ცხოვრება, რითაც მე ვცხოვრობდი და წარმომედგინა.

ე.ბ. ასევე წერ „მე ’60-იანების ტრუბადური ვარ, ფოლკ-როკის რელიქვია. წარსულის კულტურული დავიწყების უძირო ორმოში ვარ“ საკმაოდ არასასიამოვნო სიტყვებია.

ბ.დ. ოო, მე ყველა ზევით ჩამოთვლილი ჩემზე სტატიების სათაურებად ვნახე.

ე.ბ. და დაჯერება დაიწყე?

ბ.დ. მაინც დავიჯერე. არანაირ მღელვარებას აღარ განვიცდიდი სცენაზე გასვლისას, ჩავთვალე, რომ დრო იყო დამემთავრებინა.

ე.ბ. მართლა ფიქრობდი შეწყვეტას?

ბ.დ. თავიდან ვფიქრობდი, რომ ცოტა ხნით უნდა შევშვებოდი ამ საქმეს, მერე კი ვიფიქრე -„საკმარისია.“

ე.ბ. ალბათ იცი, რომ ჟურნალმა “rolling stones”, შენი სიმღერა “like a rolling stones”ყველა დროის ნომერ პირველ მუსიკად დაასახელა. 12 შენი სიმღერა მათ ტოპ 500 სიმღერაში შედის. მგონი ეს  საკმარისია გქონდეს, როგორც მემკვიდრეობის ნაწილი.

ბ.დ. ოჰ, შესაძლოა ეს ამ კვირაში ჩათვალეს, მაგრამ სიებში იცვლება სახელები, და, იცი, საკმაოდ ხშირადაც. ნამდვილად არ ვაქცევ ასეთ რაღაცეებს დიდ ყურადღებას.

ე.ბ. მაგრამ ეს ხომ სინათლეა ბნელში?

ბ.დ. ამ კვირაში არის, მაგრამ ვინ იტყვის რამდენ ხანს გაგრძელდება ეს?

ე.დ. შენთვის დიდხანს გრძელდება. ვგულისხმობ, რომ შენ ჯერაც აკეთებ მუსიკას, შენ ჯერ კიდევ თამაშში ხარ.

ბ.დ. ვარ, მაგრამ საჩუქრად არ ვიღებ.

ე.ბ. რატომ აკეთებ ამას ჯერ კიდევ? რატომ ხარ აქ?

 

news-dylan-88968147_170768c

ბ.დ. კარგი.. ისევ იმ ბედისწერას ვუბრუნდებით. იცი, დიდი ხნის წინ შეთანხმება დავდე მასთან.

ე.ბ. რა იყო შეთანხმება?

ბ.დ. მოვსულიყავი აქამდე.

ე.ბ. შეიძლება გკითხო, ვისთან გააფორმე ხელშეკრულება?

ბ.დ. (იცინის) მეთაურთან.

ე.ბ. დედამიწაზე?

ბ.დ. (იცინის) დედამიწაზე და იმ სამყაროში, რომელსაც ვერ ვხედავთ.

წყარო: http://alldylan.com/bob-dylan-the-classic-60-minutes-interview-with-ed-bradley-19-november-2004-video/

Leave a Reply