უცხოენოვანი გამოცემა ,,dailymail” ვრცელ სტატიას უძღვნის დღესასწაულს, რომელსაც მუსლიმურ სამყაროში აღნიშნავენ.  აშურას ცერემონიალს  რამდენიმე მუსლიმურ სახელმწიფოში ატარებენ და მისი ჩატარების დღე  ამ ქვეყანებში  დასვენების დღედააა გამოცხადებული.

ცერემონიალი, რომელსაც მუსლიმები ატარებენ წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იმართება. ამ დღეს ადამიანები ქუჩებში გამოდიან და დიდი დანებით ერთმანეთსა და საკუთარ თავს თავზე ღრმა ჭრილობებს აყენებენ.

1 300 წელია შიიტი მუსლიმები, ბრძოლაში დაღუპულ წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილს პატივს ამ გზით მიაგებენ.  ცერემონიალის დროს  ქუჩაში ბავშვებსაც შეხვდებით, რომლებსაც უზარმაზარი დანები უჭირავთ ხელში და წინაპართა ტრადიციას, ყოველი წესის დაცვით, აღასრულებენ. უფრო პატარებს კი ცერემონიალში მონაწილეობის მიღებაში ოჯახის მამაკაცი წევრები ეხმარებიან.

Leave a Reply