ავსტრალიის ქალაქ ბრისბანეში აუცილებლად შენიშნავთ სტაფილოსფერ სატვირთო მანქანას, რომელიც აუჩქარებლად დადის ქუჩებში. ერთი შეხედვით, თითქოს, ყველაფერი ჩვეულებრივადაა. თუმცა მანქანა ჩერდება, იღება მისი უკანა კარი და თქვენ ორ სარეცხ მანქანას ხედავთ. თვითონ მანქანა კი სავსეა ტანსაცმლის გასარეცხად და გასაშრობად საჭირო ატრიბუტებით. საინტერესოა, ვის რაში დასჭირდა ე.წ. ბორბლებიანი სარეცხი მანქანა?

საქმე იმაშია, რომ ორმა ახალგაზრდამ Lucas Patchett-მა და Nicholas Marchesi-მ გადაწყვიტეს, რომ უსახლკარო ადამიანებს დახმარებოდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ ჰიგიენის დაცვა აუცილებელია ყველა ადამიანისთვის, რისი საშუალებაც უსახლკაროებს არ აქვთ. ორი ახალგაზრდა მთელს ქალაქში გადაადგილდება და ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს ტანსაცმლის გარეცხვას სთავაზობს, რა თქმა უნდა ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. მათი სატვირთო მანქანა ორ სარეცხ მანქანასა და საშრობს იტევს, რაც ნიშნავს იმას რომ დღის განმავლობაში 20 კილოგრამი ტანსაცმლის გარეცხვაა შესაძლებელი.

ეს პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო და წარმატების შემთხვევაში მისი ავტორები გეგმავენ, რომ ავსტრალიის სხვა ქალაქებსაც ესტუმრონ.

homeless-moving-laundromat-orange-sky-laundry-australia-6

“ის რაც ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური საქმიანობაა, ზოგისთვის პრივილეგიაა. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა მაიკმა შეძლო ტანსაცმლისა და თეთრეულის გარეცხვა. ის ქუჩაში ცხოვრობს და არ აქვს იმის საშუალება, რომ ტანსაცმელი გარეცხოს. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით იმ ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ ჩვენს პროგრამას.”

homeless-moving-laundromat-orange-sky-laundry-australia-5

homeless-moving-laundromat-orange-sky-laundry-australia-4

homeless-moving-laundromat-orange-sky-laundry-australia-3

 წყარო: www.boredpanda.com

Leave a Reply