რუსეთი ტექნოლოგიური ცვლილებებისთვის ემზადება. სულ მალე  ქვეყანაში მიიღებენ კანონს, რომელიც აიძულებს ონლაინ სერვისებს, მონაცემები ადგილობრივი მასშტაბით შეინახონ. აღნიშნული კანონი ძალაში 2015 წლის 1 იანვრიდან შევა და ის გავლენას მოახდენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, რომელიც ამერიკული კომპანია  Apple-ის iCloud – ის სერვერს იყენებს.

რუსეთის ინტერნეტ ომბუდსმენი დიმიტრი მარინიჩევი ფიქრობს, რომ კომპანია  Apple-ს არ ექნება საკმარისი დრო იმისთვის, რომ 2015 წლამდე ყველა რუსი მომხმარებლის მონაცემები ქვეყნის ფარგლებში გადმოიტანოს.

“კანონი შეეხება ყველა ონლაინ სერვისს: ნივთების ყიდვიდან დაწყებული, სოციალური ქსელით დამთავრებული, რადგან თითოეული ასეთი კომპანია მონაცემებს უცხოეთში მდებარე სერვერზე აგზავნის.” – ამბობს ომბუდსმენი.

ყველაფერი ეს კი ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მოქალაქეებს არა მარტო iPhone-თან მოუწევთ დამშვიდობება, არამედ შესაძლოა, რომ ვერც Facebook-ის მოხმარება შეძლონ.

russia-iphone-ipad-banწყარო: http://www.ibtimes.co.uk/

 

Leave a Reply