8 ნოემბერს 21:00-ზე ნიუ-იორკის, ლონდონის და ტოკიოს შემდეგ თბილისს ახალი, ინოვაციური სივრცე შეემატება (მის: მოსაშვილის 13, ვაკის პარკთან). INNOVA–ს გახსნაზე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოპ-ელექტრო დუეტის SVANSIKH ახალი ნამუშევრების პრეზენტაცია შედგება. SVANSIKH–თან ერთად მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ახალგაზრდების პროექტს ROTKRAFT.

INNOVA ინოვაციური ბრენდია, რომელიც საკუთარ თავში რამდენიმე სივრცეს აერთიანებს – კაფე ინტერაქტიული მაგიდებით, მყუდრო და სიმწვანეში ჩაფლული ტერასა და სივრცე, რომელიც ივენთებს  დაეთმობა.

innova-3

INNOVA – ეს არის პროგრესული, ახალგაზრდული და პოზიტიური ხედვის მქონე ადამიანების შეკრების ადგილი, რომელიც მუდმივად იქნება სხვადასხვა კულტურული მოვლენებით დატვირთული და ხელმისაწვდომი ყველასთვის.

inova -1

პროექტის პრეზენტაციაზე 5 ახალ სიმღერასთან ერთად SVANSIKH ცნობილ ჰიტებსაც შეასრულებს. დუეტი ამჟამად სხვადასხვა ევროპულ ლეიბლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რის შემდეგაც შერჩეული სიმღერები პროექტის ახალ ალბომში შევა.

2010 წელს შექმნილი დუეტის ანგარიშზე ერთი მინი-ალბომი და 50-ზე მეტი ლაივ-პერფომანსი ირიცხება. SVANSIKH ასევე მოხვდა ბერძნული I-tunes-ის ასეულში (43-ე ადგილი), მათ ვიდეორგოლებს იუთუბზე უკვე მილიონამდე მნახველი ყავს, დუეტს კი უკვე არაერთი შეთავაზება აქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან.

innova-2

Leave a Reply