არავის უყვარს ლოდინი, განსაკუთრებით შუქნიშანზე. ფეხით მოსიარულეები, მიუხედავად წითელი ფერისა, ხშირად გადადიან გზაზე, როგორც კი ჩათვლიან რომ ის ცარიელია. ეს კი ნამდვილად არ არის გონიერი და უსაფრთხო გადაწყვეტილება და ხშირ შემთხვევაში უბედური შემთხვევით სრულდება.

სწორედ ასეთი ფაქტების თავიდან ასაცილებლად და შუქნიშნის წითელ ფერზე მდგომი ფეხითმოსიარულეების გასართობად კომპანია smart-მა შეიმუშავა ორიგინალური იდეა. სტანდარტული მოციმციმე წითელი რგოლის ნაცვლად შუქნიშანზე ირთვება მოცეკვავე წითელი კაცუნა, ხოლო მოქალაქეებს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში შეუძლიათ ჩაწერონ საკუთარი ცეკვა, რომელსაც კომპანია შემდგომში შუქნიშნის წითელ ფერზე განათავსებს.

მოცეკვავე შუქნიშანმა საოცარი შედეგი გამოიღო. ფეხითმოსიარულეთა 81 % მწვანე ფერის ჩართვამდე არ კვეთდა ქუჩას, ხოლო მოლოდინის რეჟიმი სახალისო იყო მათთვის.

Leave a Reply