ბოლო დროს, ინტერნეტ სივრცეში პოპულარული გახდა ვიდეოები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ყოველდღე გადაღებული ფოტოების ან ვიდეოების კოლაჟია. ძირითადად, ისინი სახალისო თემაზეა შექმნილი, თუმცა, ბრიტანულმა სარეკლამო  სააგენტომ ეს იდეა იმის საჩვენებლად  გამოიყენა, რომ ეჩვენებინა, როგორ ცვლის ომი ადამიანის, ამ შემთხვევაში, ბავშვის ცხოვრებას. სიუჟეტი  ომის გარშემო ვითარდება. ეს არის დაახლოებით ერთწუთიანი ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია პატარა ბრიტანელი გოგონას ცხოვრება – ომამდე და ომის დაწყების შემდეგ.

„ჩვენი მიზანი იყო, ყველასათვის დაგვენახებინა  რეალური სურათი იმისა, რაც სირიაში ხდება. ვიდეოს ეს ფორმატი ავირჩიეთ, რათა გვეჩვენებინა, როგორ ინგრევა ადამიანების ცხოვრება ომთან ერთად. გვინდა, საზოგადოებამ ყურადღება მიაპყროს სირიაში განვითარებულ მოვლენებს და გაითავისოს იქ მცხოვრებთა მდგომარეობა.“ – წერენ იდეის ავტორები.

„რადგან ის უშუალოდ შენ გარშემო არ ხდება, არ ნიშნავს იმას, რომ არსად არ ხდება“ – სწორედ ეს არის ამ სოციალური რეკლამის მთავარი სლოგანი.

ვიდეო გადაღებულია საერთაშორისო ორგანიზაციის „Save the Children”-ის დაკვეთით.

 

წყარო : www.aplus.com

Leave a Reply