თანამედროვე მსოფლიოში არსებობს სტერეოტიპი, რომ ცნობილ მსახიობებსა არ აქვთ უმაღლესი განათლება და მათი შესაძლებლობები მხოლოდ ამა თუ იმ როლის შესრულებით შემოიფარგლება. ცხადია სტერეოტიპი სიმართლეს არ შეეფერება, ვინაიდან შეუძლებელია რაიმე როლის ხარისხიანი შესრულება განათლებისა და აზროვნების გარეშე. ისტორიები, რომელსაც ჩვენ მოგიყვებით,  დაგარწმუნებთ იმაში, რომ თქვენ ფავორიტ მსახიობებს  ხშირ შემთხვევაში შესაშური განათლება აქვთ მიღებული.  

1. სინდი კროუფორდი სწავლობდა ქიმიურ ინჟინერიას Northewestern- ის უნივერსიტეტში. 

cindy-crawford-studied-chemical-engineering-on-scholarship-at-northwestern-universityსუპერმოდელმა სინდი კროუფორდმა პირველ სამოდელი კოტრაქტს ხელი 1984 წელს მოაწერა. თავისი პირველი ჰონორარი მან სწორედ Northewestern- ის უნივერსიტეტში სწავლისთვის დახარჯა. თუმცა მოგვიანებით სწავლა მიატოვა, რათა კარიერა გაეკეთებინა.

2. ედვარდ ნორტონი მუშაობდა ანალიტიკოსად არაკომერციულ ორგანიზაციაში. 

edward-norton-worked-as-an-analyst-for-an-entrepreneurial-nonprofitოსკარზე ორჯერ ნომინირებული მსახიობი Yale-ის უნივერსიტეტში ისტორიას სწავლობდა. სწავლის დასრულების შემდეგ ის ოსაკაში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო მისივე ბაბუის საწარმოო ორგანიზაციაში ანალიტიკოსის თანამდებობაზე. ამავე პერიოდში ედვარდი დაეუფლა სპორტის ერთ-ერთ პოპულარულ სახეობას აიკიდოს და ისწავლა სამხედრო ხელოვნება. გარდა ამისა, ნორტონი მშვენივრად ლაპარაკობს იაპონურად.

3. ემა უოტსონი Brown-ის უნივერსიტეტში სწავლობდა.

emma-watson-did-hermoine-proud-during-her-studies-at-brown2014 წლის გაზაფხულზე “ჰარი პოტერის” ვარსკვლავმა ემა უოტსონმა Brown-ის უნივერსიტეტი დაასრულა და აიღო ბაკალავრის დიპლომი ინგლისურ ლიტერატურაში, რის შემდეგაც  სწავლა ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო, სადაც გადაღებების გამო აკადემიური წელი ჰქონდა აღებული. ემა უოტსონი არის გაეროს კეთილი ნების ელჩი და აქტიურად იცავს ქალთა უფლებებს. მისი მიღწევებით ჰერმიონ გრეინჯერი უდავოდ იამაყებდა.

4. ჯეიკ და მეგი გილენჰაალები კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლობდნენ. 

jake-and-maggie-gyllenhaal-both-studied-at-columbia-university“კოლუმბიის უნივერსიტეტი დამეხმარა გამეგო, რომ თურმე არაფერიც არ ვიცი”- ამბობს მეგი. მისი ძმა ჯეიკიც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა აღმოსავლურ რელიგიებს. თუმცა პირველივე სასწავლო წლის შემდეგ მიხვდა, რომ მისი მოწოდება მსახიობობა იყო და მიატოვა უნივერსიტეტი.

5. ჯეიმს ფრანკოს რამდენიმე უნივერსიტეტის ხარისხი აქვს. 

james-franco-picks-up-college-degrees-like-its-an-extracurricular-activityშეიძლება ითქვას, რომ “127 საათის” ვარსკვლავის ჰობი სხვადასხვა უნივერსიტეტებში სწავლაა. UCLA-ს (University of California Los Angeles) დამთავრების შემდეგ ის ნიუ-იორკში გაემგზავრა და NYU-ში (New York University)  ჩაირიცხა სარეჟისორო ფაკულტეტზე. ასევე სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ბრუკლინის კოლეჯში. ფრანკომ მწერლობის კურსი გაიარა ჩრდილოეთ კაროლინაში, Warren Wilson-ის კოლეჯში და დაამთავრა შედარებითი ლიტერატურის ფაკულტეტი Yale-ის უნივერსიტეტში. ფრამკომ თავი მოსინჯა ლექტორის ამპლუაშიც და ასწავლიდა სცენარის წერასა და რეჟისურას რამდენიმე უნივერსიტეტში.

6. ჯოდი ფოსტერი Yale-ის სტუდენტი იყო. 

jodie-foster-is-a-french-scholar-who-attended-yaleჯოდი ფოსტერმა სამსახიობო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო. მოგვიანებით მან Yale-ის უნივერსიტეტში ჩააბარა ფრანგულის ფაკულტეტზე. სწავლის დასრულების შემდეგ კი ისევ მსახიობობას დაუბრუნდა. კარიერი მანძილზე ის იყო მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი, რის გამოც 2014 წლის იანვარში გადასცეს ჯილდო გართობის სფეროში გაწეული შრომისთვის.

7. ქეით ბეკინსეილი კარგად საუბრობს 4 ენაზე.

kate-beckinsale-is-fluent-in-four-languagesქეითი ბავშვობიდან გამორჩეული იყო. სკოლაში სწავლისას მისი კითხვის დონე შეესაბამებოდა 11 წლისას მაშინ, როდესაც ის მხოლოდ 6 წლის იყო. ქეითი რუსულ და ფრანგულ ლიტერატურას სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეჯში და დღემდე კარგად ფლობს ორივე ენას. ისევე, როგორც გერმანულს.

8. კევინ სპეისი Julliard-ის კურსდამთავრებულია. 

kevin-spacey-is-a-juilliard-trained-actorკევინ სპეისი ორი წლის განმავლობაში სწავლობდა Julliard-ში. თუმცა ისევე როგორც ბევრმა სხვამ მანაც მიატოვა სწავლა და მთელი თავისი დრო სამსახიობო კარიერას დაუთმო.

9. მეთ დეიმონი ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლობდა. 

matt-damon-hatched-the-idea-for-good-will-hunting-as-a-harvard-student“Good Will Hunting” – ის ვარსკვლავი მეთ დეიმონი ჰარვარდის უნივერსიტეტში სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლა მანაც მიატოვა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ჰარვარდის ჯილდო მიეღო ხელოვნების დარგში.

10. ნატალი პორტმანი ორჯერ მოხვდა სამეცნიერო ჟურნალის ფურცლებზე. 

natalie-portman-has-been-published-twice-in-scientific-journalsოსკაროსანი ნატალი პორტმანი ჰარვარდის საბაკალვრო დიპლომი მფლობელია. ის უნივერსიტეტში დაბადების გვარით ჩაირიცხა, როგორც Natalie Herschlag. მიუხედავად ამისა, ლექტორები მას მაინც ცნობდნენ და აღნიშნავდნენ, რომ გამორჩეული სტუდენტი იყო. მსახიობი 6 ენაზე ლაპარაკობს.

11. კვენტინ ტარანტინოს IQ-ს მაჩვენებელი 160-ს უდრის. 

quentin-tarantino-has-an-iq-of-160კვენტინ ტარანტინოს არასდროს უყვარდა სკოლაში სიარული. მხოლოდ ისტორიის გაკვეთილი მოსწონდა, რადგან ფიქრობდა, რომ ის კინოს გავდა. საბოლოოდ გამოაგდეს კიდევაც სკოლიდან. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეჟისორი გამხდარიყო.

12. შერონ სტოუნმა საუნივერსიტეტო სტიპენდია 15 წლის ასაკში მოიპოვა. 

sharon-stone-received-a-college-scholarship-at-age-15მსახიობ შერონ სტოუნის IQ-ს მაჩვენებელი 154-ს უდრის. მან 15 წლის ასაკში მიიღო პენსილვანიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტიპენდია, სადაც წერასა და ხელოვნებას სწავლობდა.

13. ლიზა გუდროუმ ჩაატარა კლინიკური გამოკვლევა თავის ტკივილებზე. 

lisa-kudrow-conducted-clinical-research-on-headachesსერიალ “მეგობრების” ვარსკვლავმა ლიზა გუდროუმ დაამთავრა Vassar College და მიიღო დიპლომი ბიოლოგიაში. სწავლის დასრულების შემდეგ მან დაიწყო მუშაობა მამასთან ერთად, რომელიც ცნობილი ექიმია. გუდროუმ უარი თქვა ამ სფეროში მოღვაწეობაზე და მსახიობობა ამჯობინა.

14. კენ ჯეონგი სერტიფიცირებული სამედიცინო მუშაკია. 

ken-jeong-is-a-licensed-obstetricianკენ ჯეონგი სწავლობდა მედიცინას Duke-ის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც გაიარა რეზიდენტურა ნიუ ორლეანში. ის ამბობს, რომ დღის განმავლობაში პაციენტებს უვლიდა, ხოლო ღამე ე.წ. Stand up-ებს დგამდა.

15. სტივ მარტინი MENSA-ს წევრია. 

steve-martin-is-a-mensa-member (1)სტივ მარტინმა კალიფორნიის უნივერსიტეტი დაასრულა ფილოსოფიის განხრით და პროფესორობასაც აპირებდა. დღეს ის MENSA-ს წევრია. ეს არის მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებისგან შემდგარი საზოგადოება, სადაც მოხვედრა მსახიობს ძალიან უნდოდა და ამას ერთი წელი მოანდომა. გარდა ამისა, სტივ მარტინი არის სცენარისტი, მწერალი და საბავშვო მოთხრობების ავტორი.

 

წყარო: http://www.businessinsider.com/

Leave a Reply