ის, რომ დისნეის გმირები სხვადასხვა თანამედროვე არტისტის მუზა ხდება, ახალი ამბავი არ არის. ხელოვანები მათ ახალ-ახალ როლებს არგებენ, სხვადასხვა ყოფით სიტუაციებში აყენებენ და მათთვის სასურველი გზავნილების გავრცელებისთვის  იყენებენ. ასე მოიქცა იტალიელი არტისტი და აქტივისტი ალეხანდრო პალომბოც, რომელმაც შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დისნეის პრინცები უსაფრთხო სექსის პროპაგანდისთვის გამოიყენა და ალადინს, პრინცი ერიკს, ჯონ სმითს და სხვა გმირებს ხელში პრეზერვატივი დააჭერინა.

“ჰაი ბიჭებო” იუმორისტული სერიაა, რომელიც დისნეის 8 გმირს აერთიანებს.

slide_385994_4628526_free

“ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ადამიანები უფრო და უფრო მცირე ასაკიდან იწყებენ სექსუალურ ცხოვრებას და ნაკლებად ფიქრობენ თავის დაცვაზე. სწორედ მათთვის შევქმენი ეს სერია. ცხოვრება მშვენიერია და ჩვენ სრულად უნდა შევიგრძნოთ მისი მშვენერება ყოველდღიურად, სწორედ ეს უნდა ვასწავლოთ ახალგაზრდებსაც.” – ამბობს არტისტი The Huffington Post-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

slide_385994_4628514_free slide_385994_4628146_free slide_385994_4628134_free slide_385994_4628130_free slide_385994_4628128_free slide_385994_4628124_free

წყარო: http://www.huffingtonpost.com/

Leave a Reply