ფოტოკლუბი გორელოვკა ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის განხორციელებული იდეაა, რომელიც მიზნად ისახავს ფოტოგრაფიით სოფლად მცხოვრები ადამიანების დაინტერესებას, იმ ხალხის, რომელსაც არაფერი აქვთ საერთო დოკუმენტალისტიკასთან, მაგრამ შეუძლიათ თავისი გარემოს ისეთი კადრები დააფიქსირონ, რაც უცხო თვალისთვის შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს. პროექტის მონაწილეები ფირზე თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებას, რუტინულ საქმიანობას, მეზობლებსა და ოჯახის წევრებს ასახავენ და ასე იქმნება ცოცხალი სურათი მიკროსამყაროსი, რომლის შესახებაც ჩვენ, მათგან მოშორებით მცხოვრებ ადამიანებს არც თუ ისე მკაფიო წარმოდგენა გვაქვს. ასე გვეცნობიან ჯავახეთში მცხოვრები სომეხი, ქართველი და რუსი ახალგაზრდები და მოხუცები და გვაცნობენ თავიანთ ცხოვრებას.

ნესტან მახარაშვილი 2013

ნესტან მახარაშვილი
2013

“სოფლად ფოტოკლუბების შექმნის იდეა, რაზეც დიდი ხანია ვფიქრობდი, ჯავახეთით – ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკით დაიწყო. პროექტი განხორციელდა “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.
გორელოვკა რუსეთიდან გადმოსახლებული რელიგიური დაჯგუფების – დუხობორების მიერ 170 წლის წინათ დაარსებული სოფელია. მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დუხობორებმა ნელ-ნელა ისტორიულ სამშობლოში დაიწყეს დაბრუნება. დღეს აქ ქართველები, სომხები და რუსები ცხოვრობენ. ფოტოკლუბშიც სამივე ეროვნების სხვადასხვა ასაკის ადამიანები მოვიდნენ. ყველაზე უმცროსი 15 წლისაა, ყველაზე უფროსი კი, კლუბის ყველაზე აქტიური წევრი მაშა – 62 წლის.
თითქმის ყველამ პირველად აიღო ხელში ფოტოაპარატი, და, რაც მთავარია, საერთო ინტერესმა – ფოტოგრაფიამ დაამეგობრა ეს ადამიანები. კლუბს თანდათან ემატებიან ახლები, ვისაც ფოტოგრაფიის შესწავლა უნდა.
მალე ძალიან ბევრი ვიქნებით , – ამბობენ ფოტოკლუბის წევრები. შემდეგში უკვე ისინი ასწავლიან ფოტოგრაფიას ახალ წევრებს” – წერს ნათელა გრიგალაშვილი პროექტის Facebook გვერდზე.  

 

1517421_592375680869136_5758779798162172465_n

ნესტან მახარაშვილი. 2013

10428072_594820560624648_262290017015206567_n

ზებური დავლაძე. 2013

10157135_594818897291481_8030411278672516099_n

მელიქ ჩაპანიაინ. 2013

1517452_593231960783508_4762451832063403981_n

მარია ბელოუსოვა

10632779_593244820782222_6537862805237174633_n

ინგა მარკოიძე, 2013

10471133_592824194157618_5644001931405637950_n

მარია ბელოუსოვა, 2013

თამრიკო ბერიძე, 2013

თამრიკო ბერიძე, 2013

10682332_591906850916019_7015906685676335936_o

კარინა გურგენიანი, 2013

10533319_591906654249372_1213444880238990149_o

კარინა გურგენიანი

Leave a Reply