თედო რეხვიაშვილის პერსონალური გამოფენა ქარვასლაში

3 დეკემბერს ქარვასლას საგამოფენო დარბაზში თედო რეხვიაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა. ვისაც, ჯერჯერობით, ეს სახელი არაფერს გეუბნებათ, ვიქნებით ბანალურები და გეტყვით, რომ თედო ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი მხატვარია. გამოფენილი ნახატები 2012-2013 წელსაა შექმნილი. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები აღმოსავლური ფილოსოფიის კონცეფიით საერთო სერიაშია გაერთიანებული.

თედო რეხვიაშვილი: „ პირველად 4 წლისამ დავხატე, მერე ვსწავლობდი ათწლედში, რომლის დასრულების შემდეგაც აკადემიაში ჩავაბარე დაზგური გრაფიკის ფაკულტეტზე. უკვე მაგისტრატურაც დავამთავრე. გამოფენებში პატარაობიდან ვიღებ მონაწილეობას, თუმცა ეს პირველი პერსონალური და სერიოზული გამოფენაა. რაც შეეხება მიმდინარობას, ამ კონკრეტულ ნამუშევრებს ექსპრესიულ აბსტრაქციას მივაკუთვნებდი. თვითონ ნახატები ერთი კონცეფციით – აღმოსავლური ფილოსოფიის, კერძოდ კი ჩინური ფილოსოფიის მოტივებზეა შექმნილი. “

_DSC2656

თედოს პედაგოგი , სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ბატონი გოგი წერეთელი მიიჩნევს, რომ თედო ის მხატვარია, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით იტყვის თავის სიტყვას.

„ დღევანდელი ქართული მხატვრობისთვის ეს პერსონალური გამოფენა რაღაც ახლის დასაწყისია. თედოს 4 წელია ვიცნობ – 2 წელი ბაკალავრიატზე ვასწავლიდი, ორიც – მაგისტრატურაზე. ვხედავდი ამ ხნის განმავლობაში როგორ განვითარდა როგორც ხელოვანი. ახლა, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, რომ ის ჩამოყალიბებული მხატვარია, რომელმაც იცის რა უნდა, ფიქრობს, აანალიზებს, კარგი ტექნიკა აქვს და ზუსტად „ჩაავლებს“ ხოლმე დეტალებს. თედოს უპირატესობა ისაა, რომ მან ყველაფერი ეტაპობრივად გაიარა – ხატავდა აკადემიურად,  დროთა განმავლობაში კი, როცა ხელობა დახვეწა, იპოვა ის სტილი, რომელშიც ზუსტად გამოხატავს სათქმელს. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ თედო ჩემი მოსწავლეა, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ის დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარია, რომელსაც წინ დიდი მომავალი აქვს და ეს ყველაფერი ამ გამოფენიდან იწყება.“

_DSC2634

თედოს შემოქმედებაში ეს გამოფენა ერთ-ერთი მორიგი წარმატებაა, თუმცა დიდი შანსია, რომ ეს მისთვის ტრამპლინი აღმოჩნდეს. თედო იმ სკოლაში მუშაობს, რომელიც ექვსი წლის წინ თვითონ დაამთავრა. მას დიდი გეგმები და მიზნები აქვს – ნიუ იორკში ხელოვნების აკადემიაში ჩასაბარებლად ემზადება.

თედო: „ნიუ-იორკში, ხელოვნების აკადემიაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, მინდა digital art –ს დავეუფლო. გადასახადი ძალიან ძვირია და მომიწევს ვიბრძოლო სტიპენდიისთვის. ამ ეტაპზე ვამზადებ პორტფელიოს რომლის მიხედვითაც განიხილება ჩემი კანდიდატურა ამ უნივერსიტეტში.“

მოამზადეს: თამო ჭინჭარაული / ნინო იმერლიშვილი

(სურათები გამოფენიდან)

_DSC2547 _DSC2579 _DSC2587 _DSC2595  _DSC2628 _DSC2629  _DSC2641   _DSC2683 ???????????????????????????????

 

(თედოს ნახატები)

Рисунок16Рисунок17    Рисунок10 Рисунок11Рисунок12  Рисунок18 Рисунок19 Рисунок20

 

Leave a Reply