ინტერნეტ  გამოცემა THE TIMES-მა 2014 წელს მომხდარი მოვლენები შეაჯამა და გამოამჟღავნა ის ათი მოვლენა, რომლებსაც ინტერნეტ  სივრცეში ყველაზე დიდი განხილვა მოჰყვა. წარმოგიდგენთ ათეულს.

 

 10. კიმ კარდაშიანის შიშველი ფოტოები. 

კიმ კარდაშიანის გახდის მთავარ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ მისი სურვილი,ინტერნეტი დაეპყრო. წარმოშობით სომეხმა კარდაშიანმა ჟურნალ Paper-სთვის გაიხადა და ფართო საზოგადოებას თამამი ფოტოები შესთავაზა. რეალითი შოუს ვარსკვლავის ფოტოები ბოლომდე გულახდილი იყო, კამერის წინ ვარსკვლავს არ დაუმალავს სხეულის არც ერთი ნაწილი. კარდაშიანის ფოტოსესიის ერთი ფოტო კი ჟურნალის მკითხველთა მხრიდან აღქმული იყო, როგორც რასისტული, რადგან ფოტოზე ხაზდასმული იყო კარდაშიანის საჯდომის ზომები და მისი ფორმა,  ეს კი აფროამერიკელ ქალბატონთა დისკრიმინაციად მიიჩნიეს.

ჟურნალ Paper-ის ოფიციალურ ვებ-საიტს ფოტოების გამოქვეყნების დღეს 6.6 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა, მეორე დღეს კი 15 მილიონი, აქედან კი 11 მილიონი უნიკალური ვიზიტორი იყო. ფოტოებმა მართლაც დაიპყრეს ინტერნეტ სივრცე, რადგან მათზე საუბარი და მათი განხილვა სოციალურ ქსელებში რამდენიმე კვირა გრძელდებოდა.

9. ,,კარტოფილის სალათის ბუმი”

ეს ამბავი ოჰაიოელი ზაკ ბრაუნის ინიციატივით დაიწყო, რომელსაც სურდა შეექმნა მსოფლიოში ყველაზე დიდი კარტოფილის სალათი. როგორც თავად ზაკი ამბობს, როცა  ამ ინიციატივით გამოვიდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა რომ  ხალხი მისი პროექტით დაინტერესდებოდა და პროექტის განხორციელებისთვის მას თანხას გადაურიცხავდა. მისივე თქმით, ის თანხა, რომელსაც იგი კარტოფილის სალათის ინგრედიენტებისთვის საჭიროებდა, მხოდოდ ექვს დოლარს შეადგენდა, თუმცა ინტერნეტმომხმარებლებმა შეძლეს და პირველივე დღეს, მთელი 5 ათასი დოლარის შეგროვება მოახერხეს. ზაკმა შემოსული თანხა წვეულების ორგანიზებას მოახმარა, რისთვისაც მან უხვად დაამზადა კარტოფილის სალათები და მათი გაყიდვით შემოსული თანხა საკუთარ შტატში, ოჰაიოში არსებულ  შიმშილთან ბრძოლის  არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაურიცხა.

 

 

 

 

8.  ,,სექსუალური დამნაშავე”

სექსუალური დამნაშავე – ეს ის სიტყვათა შეთანხმებებია, რომლებსაც ინტერნეტმომხმარებელები 2014 წლის ივნისსში ყველაზე ხშირად ამოიკითხავდნენ სხვადასხვა პორტალებზე. ჯერემი მიკსი კალიფორნიელი დამნაშავეა, რომლის ფოტოები შტატის პილიციამ საკუთარ ვერგვერდზე ატვირთა, წარწერით – ,,საშიში ბოროტმოქმედი”, თუმცა  ადამიანებზე წარწერაზე მეტად ჯერემის გარეგნობამ იმოქმედა და საშიშ დამნაშავე სწრაფადვე იქცა ვარსკვლავად.  კალიფორნიის მკვიდრი ქალბატონები მის განთავისუფლებასაც კი ითხოვდნენ. ჯერემისთვის ყევლაფერი წარმატებით, მისთვის სამოდელო კონტრაქტის შეთავაზებით დასრულდა.

 7. რენე ზელვეგერის ახალი სახე

ჩიკაგოსა და ბრიჯიტ ჯონსის ვარსკვლავი ოქტომბერში, საზოგადოებას, პირდაპირი მნიშვნელობით, ახალი სახით წარმოუდგა.  საზოგადოება შოკში ჩააგდო მსახიობის გარეგნობის უეცარმა ცვლილებამ.  ინტერნეტში აქტიურად დაიწყეს ზელვეგერის ახალი გარეგნობის განხილვა, რომელიც რამდენიმე კვირა გრძელდებოდა.  როგორც მსახიობმა განაცხადა, მას პლასტიკური ქირურგიისთვის არ მიუმართავს და მისი სახის ცვლილება მის ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების შედეგად  ჩათვალა. რენე ზელვეგერის ახალ სახეს, ინტერნეტმომხმარებელთა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა.

 

6. ნოა რიტერი

ნოა რიტერი 5 წლის ბიჭია, პენსილვანიიდან, რომელიც ერთი ინტერვიუს წყალობით პოპულარული გახდა. ნოამ ინტერვიუ მისცა ადგილობრივ ტელევიზიას, რის შემდეგაც, იგი ინტერნეტის აღმოჩენა გახდა. მის ვიდეოს youtube-ზე 17 მილიონი ნახვა აქვს. ბიჭი მიწვეული იყო ელენ დეჯენერის შოუში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო შინაურ ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანიის სარეკლამოს კამპანიაში.

5.  აიფონ 6 და აიფონ 6 პლუსი

ეფლის ნებისმიერი პროდუქის გამოსვლას საზოგადოების დიდი მოლოდინი მოსდევს, თუმცა აიფონ 6-ისა და აიფონ 6 პლუსის გამოსვლას საზოგადოება განსაკუთრებული ემოციებით შეხვდა. ახალი პროდუქტი ლამის ინტერნეტსენსაციად იქცა, მას განიხილავდნენ სოციალურ ქსელებში, მასზე წერდნენ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემები. კომპანიამ სამ დღეში, აიფონ 6-ისა და აიფონ 6 პლუსის 10 მილიონი ეგზემპლარი გაყიდა.

4.  ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი

მომღერლის მიერ ახალი ალბომის გამოშვება დიდ სიახლეს არ უნდა წარმოადგენდეს. არც ალბომის პირველ კვირას  ნაჩვენები გაყიდვების მაჩენებელი, 1.2 მილიონი ეგზემპლარი არ უნდა იყოს საყოველთაო აღელვების მიზეზი, მაგრამ ტეილორ სვიფტის ახალმა ალბომმა – ,,1989”, ინტერნეტის დაპყრობა მაინც შეძლო. ყველაფერი კი მომღერლის მიერ წარმოებული პიარ კამპანიის დამსახურებაა. მომღერალმა ალბომი ჯერ კიდევ აგვისტოში დაანონსა, მოგვიანებით კი ფანებს ისიც გაანდო, რომ ეს მისი პირველი ალბომი იქნებოდა, პოპის ჟანრში. აგვისტოდან მოყოლებული, ოქტომბრამდე, სანამ ალბომი ოფიციალურად არ გამოვიდა, მომღერალი სოციალური ქსელების, თამბლრის, თვითერისა და ინსტაგრამის დახმარებით აქტიურად უწევდა მას პოპულარიზებას. ალბომის გამოსვლის დღეს კი, ინტერნეტში ყველაზე აქტიურად მას განიხილავდნენ. ალბომში შესულმა სიმღერამ, ,,Blank space”, კი youtube-ს რეკორდი მოხსნა, მან 24 საათის განმავლობაში 24 მილიონი ნახვა მოაგროვა.

3. სოლანჟ ნოულზისა და ჯეი ზის ჩხუბი

ბიონსეს მეუღლის, ჯეი ზისა და მისი დის, სოლანჟის ჩხუბის ამსახველმა ვოდეომ მთელი ინტერნეტსივრცე შემოიარა. სკანდალი დიდხანს არ ცხრებოდა, თუმცა ჩხუბის არც ერთ მოქმედ პირს, მომხდართან დაკავშირებით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია და ინციდენტზე საუბარიც შეწყდა. ვიდეო, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ასახავს, როგორ ურტყამს სოლანჟი საკუთარ სიძეს და როგორ ცდილობს დაცვა მის შეჩერებას.

2. ვარსკვლავების შიშველი ფოტოები

ჯენიფერ ლოურენსი, რიანა, ლეა მიჩელი, კრისტენ დანსტი – ეს იმ ქალბატონების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შიშველი ფოტოებიც ინტერნეტში გავრცელდა. ერთი ვარსვლავის პირადი ფოტოების გასაჯაროებას მეორე მოსდევდა და მომხდართან დაკავშირებით, ხმაური დიდხანს არ წყდებოდა. ონლაინ გამოცემები ვარსვლავების მიმართ პატივისცემაც იჩენდნენ და არც ერთ მათგანს ფოტოები არ გამოუყენებია, თუმცა აქტიურად წერდნენ მომხდარის შესახებ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ინტერნეტმომხმარებლები ფოტოების გავრცელებას დანაშაულსა და პირად სივრცეში შეჭრად განიხილავდნენ და ერთხმად უჭერდნენ მხარს დაზარალებულებს.

ჯენიფერ ლოურენსმა, ,,ვენითი ფეართან” საუბარში განაცხადა, რომ ფოტოების მოპარვა და მათი გასაჯაროება არ იყო სკანდალი, არამედ ეს იყო სექსუალური დანაშაული და ძალადობა, რომელიც მას გულს ურევდა.

1. The Ice Bucket Challenge

ეს იყო 2014 წლის ზაფხულში წამოწყებული, ერთდროულად გრილი, სახალისო და საქველმოქმედო აქცია, რომელშიც მონაწილეობა ადამიანებმა მთელი მსოფლიოდან მიიღეს. აქცია აქტუალობას მთელი ზაფხულის განმავლობაში, არ კარგავდა, რაც მასში მონაწილე ვარსკვლავთა და ცნობილ ადამიანთა დამსახურებაა.  აქციის ფარგლებში, შეერთებულ შტატებში,  115 მილიონი დოლარი შეგროვდა, ხოლოდ აქციის ერთ-ერთი მონაწილის ბილ გეითსის ვიდეოს, youtube-ზე  20 მილიონი ნახვა აქვს.

აქციას აქტიურად შეურეთდნენ საქართველოდანაც. არც ერთ ინტერნეტმომხმარებელს, რომელიც ინტერნეტში 5 წუთს მიანც ატარებს, აქცია თვალთახედვის არიდან არ გამოეპარებოდა.

 

 

 

Leave a Reply