Coldplay თავის ახალ, რიგით მეშვიდე სტუდიურ ალბომზე მუშაობის პროცესშია. როგორც მთავარმა ვოკალისტმა კრის მარტინმა აღნიშნა, ეს  სავარაუდოდ,  ჯგუფის უკანასკნელი ალბომი იქნება.

ახლახანს, ჯგუფის ტრეკი – “Magic”  წლის ყველაზე “ცხელ” კომპოზიციად დასახელდა. ამასთან დაკავშირებით, Coldplay  BBC-ის რადიოში მიიწვიეს, სწორედ ამ პირდაპირი ეთერის დროს ისაუბრა მარტინმა ჯგუფის ახალი ალბომის შესახებ :

” ეს ჩვენი რიგით მეშვიდე ალბომია და მისი სახელწოდებაა  – Head Full of Dreams. როგორც ჩანს, ეს იქნება რაღაც საბოლოო, რაღაც ჰარი პოტერის უკანასკნელი წიგნის მსგავსი. არ ვამბობთ, რომ ამის შემდეგ გამორიცხულია რაიმე ახალზე ერთობლივი მუშაობა, მაგრამ ეს ალბომი ნამდვილად იქნება რაღაცის დასასრული, რაღაც ეტაპის დასკვნითი ნაწილი. მგონია, რომ Head Full of Dreams არის ფინალური ნამუშევარი, რამდენადაც ჩვენ მასში ყველაფერს ვდებთ.”

კრის მარტინმა  საკონცერტო ტურიც დააანონსა, რომელსაც ჯგუფი ამ უკანასკნელი ალბომის გამოსვლის შემდეგ გეგმავს.

 

წყარო: www.billboard.com

 

Leave a Reply