რეკლამის მთავარი დანიშნულება, საზოგადოებაზე ზემოქმედებაა. სხვადასხვა კომპანიები ცდილობენ რაც შეიძლება სახალისო, საინტერესო და კრეატიული სარეკლამო კამპანიები აწარმოონ, რათა მომხმარებელთა ფართო მასები დააინტერესონ. ონლაინგამოცემა ,,თაიმსმა” 2014 წელს შექმნილი სარეკლამო ვიდეო რგოლები შეაჯამა და მათგან 10 საუკეთესო გამოავლინა.

10. ,,First moon party”

სახალისო რეკლამა ქალთა პროდუქციის მწარმოებელი კომპანიისგან. რეკლამის მთავარი პერსონაჟი, მოზარდი გოგონაა, რომელიც პატარა ტყუილს იტყვის, რაზეც დედისგან  საინტერესო პასუხს მიიღებს. ისტორია, რომელიც ვიდეოში ვითარდება, მართლაც სახალისო და საინტერესოა.  ვიდეოს youtube-ზე 28 მილიონი ნახვა აქვს.

9.   ,,მაიკროსოფტი” – Empowering

ეს ვიდეო მართლაც შთამაგონებელია. ვიდეოში პასუხი გაეცემა კითხვას, თუ რა ძალა აქვთ ტექნოლოგიებს, პასუხი ასეთია: იგი აერთიანებს ადამიანებს, არის შთაგონების წყარო, მიჰყავს ისინი იმ ადგილებში, რომელთა ნახვაზე ვერც კი იოცნებებენ! ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ იყენებენ ადამიანები ტექნოლოგიებს ყოველდღიურად და როგორ უმსუბუქებენ ისინი მათ ცხოვრებას.

8.  ,,ფორდი” – “Upside – Anything is possible.”

კადილაკის საპასუხოდ გადაღებული  ,,ფორდის” კომერციული რეკლამა, სადაც ჩანს კომპანიის დამოკიდებულება საკუთარი მომხმარებლების მიმართ. ავტომწარმოებლის თქმით, ისინი აქცენტს ჩეულებრივ, რიგით ადამიანებზე აკეთებენ, რომელთათათვისაც  რამე განსაკუთრებული ნივთი  საჭირო არაა, იმისათვის რომ თავი განსაკუთრებულებად იგრძონ. შეგახსენებთ, რომ კადილაკი ფორდისგან გასხვავებით ძვირადღირებული, მაღალი კლასის მომხმარებელზე გათვლილ პროდუქციას ქმნის.

7.  ,,P & G” – მადლობა დედა!

2014 წლის სოჭის, ზამთრის ოლიმპიადის თემატიკაზე შემქნილი ვიდეორგოლი, გვიყვება იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ყოველი ოლიმპიელი სპორტსმენის უკან დგანან, ანუ  დედებზე. დედები, პირველი დაცემიდან ოლიმპურ გამარჯვებამდე გვერდში უდგანან საკუთარ შვილებს, ამხნევებენ მათ და იზიარებენ მათ წარმატებასა თუ წარუმატებლობას. ვიდეო,  რომელიც ერთგვარი  სამადლობელი  აქტია  დედების მიმართ, საკმაოდ ემოციური და გულისამაჩუყებელია.

6.   SAVETHECHILDREN – ,,შოკისმომგვერლი მეორე დღე.”

ვიდეოს, რომელსაც youtube-ზე  42 მილიონი ნახვა აქვს,  ერთ-ერთი ყველაზე ემოციური და სევდიანი რგოლია მარადიულ თემაზე: ომში მოხვედრილი ადამიანის ტრაგედიასა და ომის სისასტიკეზე. ვიდეოში ასახულია გოგონა, რომელიც ვიდეოს დასაწყისშიცა და დასასრულს, საკუთარ დაბადების დღეს ზეიმობს, თუმცა დაბადების დღეები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება: ბოლო ერთი წელი გოგონამ ომის პირობებში გაატარა, შიშისა და სიკვდილის გვერდით.

სარეკლამო რგოლის სლოგანი, ქართულად დაახლოებით, ასე ჟღერს – ,,მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არ ხდება აქ, ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი რამ ახლა არსად ხდება.”

5.   თეთრი სახლი – ,,ერთი არის ძალიან ბევრი.”

თეთრი სახლის მიერ დაფინანსებულ და შექმნილ   ვიდეორგოლში ცნობილი ადამიანები, შოუ ბიზნესის წარმომადგენლები და თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, მოუწოდებენ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინონ თავდასხმის მსხვერპლ ქალებს, რადგან ერთი ადამიანიც კი, ძალიან ბევრია, იმისათვის რომ რაღაც შეცვალოს. ვიდეო ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის აღსაკვეთადაა შექმნილი.

4.  John Lewis –  ,,პინგვინი, სახელად მონტი.”

ბრიტანული სავაჭრო სახლი ,,John Lewis”, ყოველწლიურად  ამზადებს საახალწლო რეკლამებს, რომელებიც სადღესასწაულო პერიოდში ყველას სასიამოვნო განწყობაზე აყენებს. 2014 წელს კომპანიამ წარმოადგინა ვიდეორგოლი, რომელშიც მთავარი როლი პინგვინ მონტის  ერგო.  ეს არის ამბავი ბიჭისა და პინგვინის მეგობრობის შესახებ, იმაზე რომ მონტის ძალიან უნდა გვერდით მეორე პინგვინი ჰყავდეს და იმაზე, რომ ახალ წელს, ყველა სურვილი ხდება.

3. ნაიკი – ,,winner stays.” 

კომპანია ნაიკი ყოველთვის გამოირჩეოდა კრეატიული ვიდეორგოლებით, წელსაც საზოგადოებას სახალისო ვიდეო შესთავაზა, სადაც ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავები მონაწილეობენ. ვიდეს youtube-ზე  98 მილიონ ნახვაზე მეტი აქვს.

2.  ,,ბუდვაიზერი” – ,,ლეკვის სიყვარული.”

,,ბუდვაიზერის” სარეკლამო რგოლში მოყოლილია ლეკვის ამბავი, რომელსაც ძალიან უყვარს მეზობლად მცხოვრები ცხოველები.  ვიდეოს, მეგობრობის შესახებ,  youtube-ზე 53 მილიონი ნახვა აქვს.

 

1.   WREN -FIRST KISS 

პირველი კოცნის ვიდეო,  როგორც მას ინტერნეტმომხმარებლები უწოდებენ, youtube-ს ჰიტად იქნცა. ტანსაცმლის სახლის, WREN-ის რეკლამამ, არა მხოლოდ დააინტერესა ადამიანები, არამედ, მალევე მოხიბლა ისინი. ვიდეო მიიჩნიეს ერთდროულად სახალისოდ, საშიშად, უცნაურად და ძალიან რომანტიკულად.   ვიდეოში უცნობ ადამიანებს სთხოვენ  აკოცონ ერთმანეთს. შავ-თეთრი ფერის ვიდეოს, რომელსაც ფონად, სოკოს სიმღერა გასდევს, youtube-ზე, 24 საათში 24 მილიონი ნახვა ჰქონდა. აჟამად კი, 93 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. ვიდეოს რეჟისორი, წარმოშობით ქართველი,  თათია ფილიევაა.

 

 

 

Leave a Reply