3-6 დეკემბერს მაიამიში ჩატარდა ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხელოვნების ფესტივალი ART BASEL, რომელიც მოიცავს მსოფლიოს 250 გალერიიდან წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენებს.

ფესტივალის 73 000 სტუმარს სხვადასხვა საგამოფენო დარბაზებში შეეძლო დაეთვალიერებინა მხატვრობის, სკულპტურის, ფოტოგრაფიის, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები.

ეს ღონისძიება ქუჩის მოდის ფოტოგრაფებისთვისაც მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა, ვინაიდან სტუმართა შორის ბევრი მოდურად და ექსტრავაგანტულად ჩაცმული ადამიანი შეინიშნებოდა.

Leave a Reply