თანამედოვე ხელოვანები უკვე აღარ კმაყოფილდებიან მხოლოდ საგამოფენო დარბაზებში თავიანთი ნამუშევრებისა, თუ ინსტალაციების გამოფენით. ბოლო წლებში საკმაოდ მომრავლდა ე.წ. ქუჩის არტის ნიმუშები, რომლებიც,   არანაკლებ მნიშვნელოვანნი და ღირებულნი არიან. ქუჩის არტის მომხიბვლელობა იმაში მდგომარეობს, რომ შემოქმედს არ აქვს საზღვრები და მას სრულად შეუძლია წარმოაჩინოს თავისი ფანტაზია და შესაძლებლობები. ხშირად გარემო ხდება ქუჩის არტის ინსპირატორი, თუმცა მრავლადაა დამოუკიდებელი, მხოლოდ კონცეპტუალური პროექტებიც.

ვებსაიტმა – AdMe.ru -მ ამოარჩია 10 საუკეთესო არტ პროექტი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა და განსაკუთრებული ინდივიდუალურობით გამოირჩეოდნენ.

888 246 კერამიკული ყაყაჩო 

ინგლისის პირველ მსოფლიო ომში ჩართვიდან 100 წლის იუბილეზე  მხატვარ-კერამიკოსმა პოლ კუმინსმა და სცენოგრაფმა ტომ ფაიმერმა მოხალისეებთან ერთად “დარგეს” 888 246 წითელი, კერამიკული ყაყაჩო თაუერის ციხესიმაგრის ეზოში. თითოეული ეს ყაყაჩო წარმოადგენდა სიმბოლოს ამ ომში დაღუპული მეომრებისა.

poppies-3poppies-1poppies-2poppies

 

 

მავრთულებისაგან შექმნილი სკულპტურები

 

რობინ უაიტი ის ხელოვანია, რომელიც ჩვეულებრივი რკინის მავრთულებისაგან სრულიად ზღაპრულ სკულპტურებს ქმნის. მუშაობა იწყება მყარი ჩონჩხის აგებით. მოგიანებით ის  მავრთულებისაგან კუნთების შექმნას იწყებს. თითოეულ ფერიაში სკულპტორი დებს ქვის გულს, რომელზეც ხშირად გზავნილის გრავირებას ახდებს.

11657260-R3L8T8D-800-8860110-R3L8T8D-800-7500360-R3L8T8D-800-RobinWight

11657360-R3L8T8D-800-8860210-R3L8T8D-800-7515260-R3L8T8D-800-10

11657460-R3L8T8D-800-8860410-R3L8T8D-800-7500910-R3L8T8D-800-1405947710573

 

სილისაგან შექმნილი ნახატები

 

ნიუ-იორკელი მხატვარი ამ საოცარ ნახატებს პირდაპირ ქალაქის უჩებში ქმნის. ფერთა ულამაზესი გამა, რითაც ეს გამოსახულებები იქმნება, საოცარი სამყაროს არსებობის განცდას ტოვებს. ის მთლიანად შეფერილი სილისგან იქმნება, რომელსაც მხატვარი ხელით ანაწილებს სახატავ ტერიტორიაზე.

11660860-R3L8T8D-800-7505160-R3L8T8D-800-sand-paintings-joe-mangrum-12 11660560-R3L8T8D-800-7504560-R3L8T8D-800-sand-paintings-joe-mangrum-1 11660660-R3L8T8D-800-7504660-R3L8T8D-800-sand-paintings-joe-mangrum-3 11660760-R3L8T8D-800-7504760-R3L8T8D-800-sand-paintings-joe-mangrum-13

ფესტივალი Burning Man

სექტემბრის დასაწყისში დასრულდა ერთ-ერთი არაჩვეულებრივი, ყოველწლიური არტ-ფესტივალი Burning Man, რომელიც ნევადის უდაბნოს შუაგულში იმართება ხოლმე. ეს ფესტივალი წამოუდგენელია მისი სკულპტურების გარეშე, რომელიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილზეა. თითოეული მათგანი სიმბოლურია და ფესტივალის განწყობას ასახავს. ისიც კი, რომ ამ ქვეყნად მუდმივი არაფერია, გამოიხატება ფესტივალის ბოლოს ამ სკულპტურების დაწვის ტრადიციით.

11663910-R3L8T8D-800-8503910-R3L8T8D-1000-Ps6HqZ8lH_A 11663710-R3L8T8D-800-8509710-R3L8T8D-1000-34 11663810-R3L8T8D-800-8504860-R3L8T8D-1000-2

 

დროის ტრამვაი

30 000-მა დიოდურმა ნათურამ ბუდაპეშტის ტრამვაი ნამდვილ დროის მანქანად გადააქცია. ყოველწლიურად ბუდაპეშტში ტრამვაებს ახალ სიცოცხლეს ჩუქნიან ამ გზით. შენელებული კადრით მათი გადაღება კი ზღაპრულ ეფექტს ტოვებს.

11658010-R3L8T8D-800-7508010-R3L8T8D-800-6166410-R3L8T8D-950-2 11657810-R3L8T8D-800-7507910-R3L8T8D-800-6166510-R3L8T8D-950-7 11657910-R3L8T8D-800-7508110-R3L8T8D-800-6166460-R3L8T8D-950-6

 

მეტალისაგან შექმნილი სკულპტურები

ახალგაზრდა, ნიჭიერი სკულპტორი, ჯონ ლოპესი მეტალისაგან ქმნის ცხოველების სკულპტურებს რეალურ ზომებში. გარეგნულად ეს ნამუშევრები სტიმპანკის სტილში არიან შესრულებულნი. ჯონმა თავისი პირველი ნამუშევრები ბრინჯაოსაგან შექმნა, თუმცა შემდეგ მეტალის ნარჩენებზე გადავიდა. მასალა საკმაოდ შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა და ბევრისთვის შესაძლოა შთაგონების წყაროც გახდეს.

11658310-R3L8T8D-800-7502460-R3L8T8D-800-scrap-metal-bison-by-john-lopez-3 11658860-R3L8T8D-800-7502560-R3L8T8D-800-scrap-metal-stallion-by-john-lopez-5 (1) 11658460-R3L8T8D-800-7502360-R3L8T8D-800-7

საჰაერო ბადეები

ამერიკელი მხატვარი, ჯანეტ ეშელმანი, იმითაა ცნობილი, რომ ის ქალაქის ქუჩებში უშვლებელ, ჩამოსაკიდ სკულპტურებს ქმნის. თავისი ნამუშევრების შექმნის ტექნიკას ის ერთი ინდოელი მეთევზისაგან ეზიარა, რომელიც ბადეს არაჩვეულებრივად ხმარობდა.

11660110-R3L8T8D-800-7501760-R3L8T8D-800-4 11660210-R3L8T8D-800-7501860-R3L8T8D-800-PHOTO-2-Porto_Echelman_PhotoEnriqueDiaz 11660010-R3L8T8D-800-7501560-R3L8T8D-800-20140219-113312

კორსო ზიუნდერტის ყვავილების დღესასწაული

ჰოლანდიის ქალაქ ზიუნდერტში იმართება ყველაზე დიდი ყვავილებისაგან შექმნილი სკულპტურების მსვლელობა.  თითოეული სკულპტურის შესაქმნელად დიდი რაოდენობის ყვავილები გამოიყენება. გამზადებულ ნიმუშებს სპეციალურ პალტფორმაზე ათავსებენ და ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე აწყობენ მსვლელობას.

11659460-R3L8T8D-800-8854360-R3L8T8D-800-corso-6 11659260-R3L8T8D-800-8854060-R3L8T8D-800-corso-4-1

11659360-R3L8T8D-800-8854210-R3L8T8D-800-3

სკულპტურები ზღვის პირას

ყოველწლიურად ავსტრალიაში, უფრო კონკრეტულად კი სიდნეიში, იმართება გამოფენა – “სკულპტურები ზღვის პირას”. წელსაც ამ გამოფენამ განსხვავებული და კრეატული ნამუშევრები აჩვენა სიდნეის მაცხოვრებლებსა თუ სტუმრებს.

11662010-R3L8T8D-800-10740410-R3L8T8D-1000-21 11661460-R3L8T8D-800-10739510-R3L8T8D-1000-sea-1 11661610-R3L8T8D-800-10739960-R3L8T8D-1000-sea-21

25 მეტრიანი კურდღელი

ტაივანში, ყოველწლიური ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში შეიქმნა გიგანტური კურდღლის სკულპტურა. მის შესაქმნელად გამოყენებულ იქნა ხის მასა, პენოპლასტი და ქაღალდი. შემქმნელისათვის შთაგონების წყარო ჩინური მითოლოგია გახდა, რომელშიც მოხსენიებულია მთვარის კურდღელი:

” მთვარის კურდღელი წევს და ფიქრობს ცხოვრებაზე, ოცნებობს აქციოს შეუძლებელი შესაძლებლად და განახორციელოს ჩანაფიქრის რეალობაში გადმოტანა”.

11659760-R3L8T8D-800-8854660-R3L8T8D-800-FlorentijnHofman9 11659560-R3L8T8D-800-8854460-R3L8T8D-800-FlorentijnHofman1 11659660-R3L8T8D-800-8854560-R3L8T8D-800-4

 

წყარო: http://www.adme.ru/tvorchestvo-dizajn/10-luchshih-art-proektov-2014-goda-823610/#image11663960

 

 

Leave a Reply