კომპოზიტორი და მომღერალი ჯო კოკერი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი აგენტის, ბარი მარშალის ცნობით,  ინგლისელი მომღერლის სიკვდილის მიზეზი ფილტვის სიმსივნე გახდა, რომელსაც იგი ბოლო წლების განმავლობაში ებრძოდა.

ჯო კოკერმა სიმღერა თავისი მშობლიური ქალაქის, შეფილდის, კლუბებსა და პაბებში 1960-იან წლებში დაიწყო. სახასიათო ხმით გამორჩეულ მომღერალს პირველი მნიშვნელოვანი წარმატება The Beatles-ის სიმღერის, With A Little Help from My Friends,  შესრულებამ მოუტანა, რომელიც დამწყებმა მომღერალმა ლეგენდარულ ვუდსტოკის ფესტივალზე შეასრულა 1969 წელს.

მომღერლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოხატავენ მისი თაყვანისმცემლები და კოლეგები.

 

Leave a Reply